მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
'მედიაპალიტრაში' მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ინტერესით აკვირდება. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ქენთ ლოგსდონმა გაზეთ 'კვირის პალიტრისთვის' მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ლოგსდონმა აღნიშნა, რომ გადასახადების სწორი, სამართლიანი აკრეფა ქვეყნის განახლებისთვის საჭირო რესურსს ქმნის. თუმცა, მისივე თქმით, 'აღელვებას იწვევს ის დამთხვევა, რომ საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები ერთდროულად შევიდნენ მედიასახლში ...
2011-06-20 12:06:13
 
  მიუნხენში ქართველ სტუდენტთა ევროპული კავშირი (ქსეკ) დაარსდა. კავშირის მიზანია გააერთიანოს ევროპის უმაღლესი სასწავლებლების ქართველი სტუდენტები, შექმნას მათი სოციალური ქსელი, ევროპის მასშტაბით დაიცვას მათი სოციალურ-პოლიტიკური ინტერესები და ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედ სტუდენტურ კავშირთა ინტეგრირებას ევროპის სტუდენტური ორგანიზაციების სისტემაში. ქსეკ-ის ერთ-ერთი ამოცანაა სასტიპენდიო პროგრამების ჩამოყალიბების, სტუდენტთა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის და მათი გაცვლითი ...
2011-06-20 03:06:29
 
საფრანგეთში, საქართველოს საელჩოში ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოსაცემად შექმნილი სპეციალური კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც დიასპორას საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა დავითაია, ასოციაცია 'ქართული კერის' თავმჯდომარე ირენ ციციშვილი და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ. განიხილეს კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ უნდა მოხდეს საკუთრების, შეძლებისამებრ, მოკლე ვადებში გადმოცემა. კომისიამ არა უგვიანეს ერთი წლისა, უნდა ...
2011-06-20 03:06:28
 
  შსს რუსი ოკუპანტების მიერ ონის რაიონის სოფელ ღარის 10 მოსახლის დაკავების გამო განცხადებას ავრცელებს. '2011 წლის 18 ივნისის საღამოს რუსმა ოკუპანტებმა ონის რაიონის სოფელ ღარის 10 მოსახლე: ლაშა მარკოიშვილი, დავით ჯელაძე, ვიტალი სამხარაძე, თორნიკე ჯელაძე, ბესო ჯელაძე, დიტო მარკოიშვილი, გიორგი მარკოიშვილი, გიორგი მეტრეველი, ვასო მარკოიშვილი და გია კაკრაშვილი დააკავეს', - აცხადებენ ...
2011-06-20 02:06:56
 
საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 22 ივნისს, 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით გვატემალას ეწვევა. როგორც დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის ფარგლებში დაგეგმილ ცენტრალური ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიის მხარდაჭერის საერთაშორისო კონფერენციაში. 'კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ცენტრალური ამერიკის რეგიონში უსაფრთხო გარემოს შექმნა, ორგანიზებული დანაშაულისა და ძალადობის წინააღმდეგ ...
2011-06-20 02:06:54
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები