მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
ჩინურ პროდუქციაში ტოქსიკური კანცეროგენები აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ 'South China Morning Post' იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, გასულ თვეში ტაივანი იძულებული გახდა 286 ტონა ჩინური პროდუქცია გაენადგურებინა, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ ნივთიერებას - 'დიოკ-ტილ-ფტალატს' შეიცავდა. თავდაპირველად ოფიციალური პეკინი ვარაუდობდა, რომ კანცეროგენის წყარო თავად ტაივანში იყო, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ საშიში პროდუქცია აღმოსავლეთ ჩინეთში, ...
2011-06-14 12:06:23
 
  დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია დიპლომატიურ სამსახურში მიდის. შესაბამისი თხოვნით, პარლამენტის ბიუროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. გამსახურდია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იქნება. საკანონმდებლო ორგანო გამსახურდიას კანდიდატურას ამ თანამდებობაზე უახლოეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება. ჯეონიუსი ე.შ ...
2011-06-14 12:06:22
 
  რუსეთი საფრანგეთისგან ოთხ მისტრალს შეიძენს. აღნიშნულ ინფორმაციას გაზეთი 'კომერსანტი' ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით შეთანხმება მოსკოვსა და პარიზს შორის 10 ივნისს შედგა. ორი მისტრალის ღირებულება, რომელიც ერთ-ერთ ცნობილ ქარხანაში აიგება მილიარდ ორას მილიონ ევროს შეადგენს. ამასთან რუსეთი საფრანგეთისგან საზღვაო საექსპლუატაციო სისტემის შესახებ ტაქტიკურ მონაცემებს ვერ მიიღებს. უთანხმოება მოსკოვსა და პარიზს შორის სწორედ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ...
2011-06-14 12:06:22
 
საქართველოს კონტროლის პალატამ ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების აუდიტის შედეგად, დარღვევები გამოავლინა. როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალასანიამ განაცხადა, წინასწარი აუდიტის ფარგლებში დადგენილი ფინანსური და პროგრამული რისკების გათვალისწინებით, აუდიტის შედეგად მრავალმხრივი დარღვევები გამოვლინდა. მისი თქმით, 2008-2010 წლებში, უმწეოთა დაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული 311,3 მილიონი ...
2011-06-14 12:06:20
 
პოლიტკორექტულობაში არის რაღაც დადებითი, მაგრამ მასში დევს ძალიან დიდი უარყოფითი მომენტი, ანუ პოლიტკორექტულობის გათვალისწინებით, შენ სიმართლეს არ ამბობ-ხოლმე , - ეს განცხადება რეჟისორმა რობერტ სტურუამ გუშინ რუსთაველის თეატრში გააკეთა. რობერტ სტურუას შემოქმედებითი საღამო თაყვანისმცემლებმა, თეატრთმცოდნეებმა, კრიტიკოსებმა, სტუდენტებმა და მსახობებმა ექსპერიმენტულ სცენაზე გუშინ მოუწყვეს. სხვადასხვა დროს დადგმულ სპექტაკლებთან ერთად, რეჟისორმა მის მიერ ...
2011-06-14 12:06:11
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები