მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
  პრეზიდენმა სააკაშვილმა 22 მაისს უნგრეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, ნათქვამია საქართველოს და უნგრეთის პრეზიდენტების ადმინისტრაციების პრეს-რელიზებში. 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტი თავის უნგრელ კოლეგას პალ შმიტს,  პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს და პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდება, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. უნგრეთის პარლამენტის სპიკერს სააკაშვილი 19 მაისს თბილისშიც შეხვდა. 22 მაისს პრეზიდენტი სააკაშვილი ქალაქ კიშკოროს ...
2011-05-23 12:05:23
 
  საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი პროტესტს გამოთქვამს აქციების მონაწილეებისა და მათი ხელმძღვანელების მიერ ჟურნალისტებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. მომიტინგეებს, საზოგადოებასა და მთავრობას ვახსენებთ, რომ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლა, ან ნებისმიერი ფორმით მისი შეზღუდვა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დანაშაულის ტოლფასია. აქციის მონაწილეებს მოგმართავთ თხოვნით, ჟურნალისტების მიმართ გამოიჩინონ კორექტულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ჟურნალისტების ...
2011-05-23 12:05:23
 
მთელი საქართველოს მასშტაბით, დღეს პირველი გამოსაშვები გამოცდები  დაიწყო .09:00 საათზე, საქართველოს ყველა რაიონის 1520 სკოლაში, მოსწავლეებმა ერთდროულად დაიწყეს  ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებებზე მუშაობა.ცენტრის ინფორმაციით, ყველა სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტით, მოსწავლეები გამოცდებს ნეთბუქების მეშვეობით ჩააბარებენ. კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი ალგორითმისა და კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ჩატარდება. გამოსაშვები გამოცდები რვა საგანში ბარდება: ...
2011-05-23 12:05:14
 
  პაკისტანში თალიბების ლიდერი მულა მუჰამედ ომარი მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო 'Xinhua' ავრცელებს.  ავღანური ტელეკომპანია 'ТОЛО'-ს ინფორმაციით, მულა ომარის მაშინ მოკლეს, როდესაც პაკისტანის ქალაქ კვეტადან ვაზირისტანში მიდიოდა. თალიბების ლიდერის ლიკვიდაციის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  პაკისტანის ხელისუფლება ამჟამად ინფორმაციას სიზუსტეს ამოწმებს. აღსანიშნავია, რომ 'თალიბებმა' ერთ-ერთი ისლამური სააგენტოს მეშვეობით მულა ომარის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ...
2011-05-23 12:05:07
 
  'სახალხო კრების' ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა მომიტინგეებს ჟურნალისტებთან კონტაქტი აუკრძალა. მიზეზად კი წუხელ 'საზოგადოებრივი მაუწყებლის' წინ მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და ინტერნეტ-ტელევიზია 'აიტივის' ჟურნალისტს შორის დაპირისპირება დასახელდა. 'ზოგიერთ ჟურნალისტს პაგონები (სამხრეები) აქვს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან იღებენ ხელფასს. ასე, რომ მათთან კონტაქტში ნუ შეხვალთ', - განაცხადა ბათიაშვილმა აღნიშნული ინციდენტის შემდეგ. geonews.ge ე.შ     ...
2011-05-23 12:05:00
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები