მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი თავის უნგრელ კოლეგას შეხვდება. პრეზიდენტის მიერ გამართულ შეხვედრებზე საუბარი საქართველო-უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას შეეხება.მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი 24 მაისს დასრულდება. ინტერპრესნიუსი ე.შ ...
2011-05-21 12:05:40
 
რადიკალური ოპოზიცია დღეს აქციებს იწყებს. მათი სამოქმედო გეგმები უცნობია, რის გამოც საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ურჩევს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის გადაწყვეტილებას გადახედოს. თუმცა, როგორც ჩანს, მმართველი გუნდი საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, რადგან როგორც 'პრესა.ჯი-ს' პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ განუცხადა, სამხედრო აღლუმს სახელმწიფო აღნიშნავს ...
2011-05-21 12:05:37
 
  საქართველომ ჩერქეზთა გენოციდი აღიარა. ისტორიული დოკუმენტი პარლამენტმა, 95 ხმითით არცერთის წინააღმდეგ, ერთსულოვნად მიიღო. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 150 წლის წინანდელი ფაქტი - რუსეთის მიერ ჩერქეზთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. დოკუმენტის ემოციურ განხილვას თავად ჩერქეზთა დიასპორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 'დღეს ისტორიულ გადაწყვეტილებას ვიღებთ. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა ამ ხალხის, მხოლოდ სოლიდარობის გამოცხადება მათ მიმართ, ...
2011-05-21 12:05:37
 
  „სახალხო კრება' დღევანდელ აქციაზე „უამრავ ადამიანს' ელოდება. „დღეს,„სახალხო კრება' იწყებს ქვეყნის სააკაშვილის რეჟიმისგან გასანთავისუფლებელ გადამწყვეტ ბრძოლას. თავისუფლების მოედანზე უამრავი ადამიანი შეიკრიბება. ხელისუფლება წინ ვერ აღუდგება ხალხის ნების აღსრულებას, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ახორციელებს ხალხის ტერორს - დაშინებას, დაჭერებს, მოტაცებებს, ფიზიკურ ანგარიშსწორებას, ფსიქოლოქიურ ზეწოლას. ხელისუფლება სახლებში უვარდება ადამიანებს, ყაჩაღურად იტაცებს მანქანებს, კეტავს ...
2011-05-21 12:05:37
 
„ქართული პარტია' „სახალხო კრების' მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროსთან' საუბარში განაცხადა და განმარტა, რომ „ქართული პარტია' 21 მაისის აქციებთან დაკავშირებით ნებისმიერი ინიციატივის ფორმატს მთლიანად 'სახალხო კრებას' უთმობს და მათ საკუთარი მიზნების, ჩანაფიქრებისა და ამოცანების რეალიზების საშუალებას აძლევს. „ 'ქართული პარტიის' ...
2011-05-21 12:05:34
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები