მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
'ქართული პარტიის' პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი 'დემოკრატიული მოძრაობის' ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს . 'დემოკრატიულ მოძრაობასა' და 'სახალხო კრებასთან' 21 მაისის გეგმის ფარგლებში თანამშრომლობის სურვილი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია 'მაესტროს' ეთერში, გადაცემა 'არგუმენტებში' გამოთქვა. მისი თქმით, შექმნილი რეალობიდან და საზოგადოებაში არსებული მოლოდინებიდან გამომდინარე, 'ქართული პარტია' მზად არის, 'სახალხო კრებასა' და ნინო ბურჯანაძესთან ...
2011-05-17 11:05:23
 
ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე კლაუდიო ბიზონიეროსთან და ნატო-ში ლიტვის ელჩ ლინას ლინკევიჩიუსთან ერთად, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველი გამოფენა გახსნა.ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს. გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველოს მიმართ ნატო დიდი სიმპათიითაა განწყობილი. 'ნატო-ს ხელმძღვანელობა აფასებს საქართველოს წვლილს, ...
2011-05-17 11:05:21
 
  ლიბიელი ამბოხებულები და კადაფისტები მოსკოვის მხარდაჭერისთვის იბრძვიან. დღეს მოსკოვში ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მომხრეთა დელეგაცია უნდა ჩავიდეს. 18 მაისს დანიშნული ამბოხებულთა დელეგაციის ვიზიტი კი 'ტექნიკური მიზეზების' გამო გადაიდო.შეხვედრაზე მოსკოვი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესრულებას მოითხოვს, რომელიც ლიბიის ხელისუფლებას მშვიდობიანი მოქალაქეების წინაარმდეგ ძალის გამოყენებას უკრძალავს.რუსეთი ასევე თვლის, რომ კონფლიქტის მხარეებმა ყოველგვარი ...
2011-05-17 11:05:21
 
  რესპუბლიკელი სენატორები - ჯონ კაილი, რონ ჯონსონი, ჯეფ სეშენსი და მაიკ კრეპო, სპეციალური წერილით, შტატების მთავრობას საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.წერილში ნათქვამია, რომ რუსეთის ინტერვენციის მიუხედავად, საქართველოს პერსპექტივა უფრო იმედისმომცემია.'მიხეილ სააკაშვილის დინამიკური ლიდერობა რონალდ რეიგანისა და მილტონ ფრიდმანის ეკონომიკური პრინციპების ზუსტი მაგალითია. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ჯარებს კვლავ ოკუპირებული აქვთ ...
2011-05-17 11:05:16
 
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ყველა ეგვიპტელს ბოდიშს უხდის და ამნისტიას ითხოვს. ამის შესახებ 'გაზეტა.რუ' იუწყება .აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, არაბული მედია მუბარაქის წერილს გამოაქვეყნებს. წერილში მუბარაქი მისი და მისი ოჯახის სახელით პატიებას ითხოვს.როგორც ტელეკომპანია 'ალ-არაბიას' ეგვიპტის ხელისუფლებაში სანდო წყარომ აცნობა, მუბარაქი წერს, რომ ყველა შეცდომა, რომელსაც უშვებდა, მისი მრჩევლების მიერ ...
2011-05-17 11:05:02
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები