მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აშშ-ს ადმინისტრაციასთან სამხრეთ კავკასიის 'გაყინულ კონფლიქტებს' განიხილავს. რასმუსენი ვაშინგტონში წარადგენს ანგარიშს 'უსაფრთხოების ახალი გამოწვევები, ახალი ნატო'. ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, იგი აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ასევე იმსჯელებს სამხრეთ კავკასიის 'გაყინულ კონფლიქტებზე' და რეგიონში ალიანსის პოლიტიკაზე. მოლაპარაკებათა დღის წესრიგში შედის კავკასიაში ნატო-ს პრიორიტეტები და ინტეგრაციის საკითხები.აშშ-ში ტურნეს ფარგლებში ...
2011-05-12 12:05:53
 
მახათას მთაზე დღეს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრისა და სავანის საძირკველი იკურთხება .როგორც 'ინტერპრესნიუსს' ახალგაზრდული მოძრაობა 'დავითიანნიდან' აცნობეს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ფონდ, 'ივერიისა' და 'დავითიანნის' ორგანიზებით, წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან მახათას მთის მიმართულებით ლოცვითი მსვლელობა მოეწყობა.18.00 საათზე მახათას მთაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ...
2011-05-12 12:05:46
 
წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და რამდენიმე ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. როგორც 'ინტერპრესნიუსისთვის' გახდა ცნობილი, ტაძარში საბერძნეთის ათონის ზოგრაფის მონასტრის ბერები, ასევე უკრაინის, რუსეთისა და პოლონეთის ეკლესიების წარმომადგენლები იმყოფებიან. წირვას ესწრება ფონდ ...
2011-05-12 12:05:41
 
ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აშშ-ში ტურნეს ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს შესახებ საუბრობს. გენერალურმა მდივანმა საქართველოს საკითხზე გუშინ ჩიკაგოს უნივერსიტეტის ჰარისის სკოლაში გამოსვლისას დროს ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ნატო-სთვის კვლავ რჩება რუსეთთან პრინციპული უთანხმოების მიზეზად.'კვლავ მტკიცედ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მოვუწოდებთ რუსეთს, საერთაშორისოდ აღებული ...
2011-05-12 12:05:35
 
რუსეთი და საქართველო ნელ-ნელა გრძნობაზე მოდიან, _ სტატიას ამ სათაურით Eurasianet.orgაქვეყნებს. წერილის ქართულ ვერსიას foreighnpress.ge ავრცელებს .ჟურნალისტი კოშუა კუცერა სამხედრო-საზღვაო უსაფრთხოების ორგანიზაცია BlackSeaFor-ის შესახებ წერს. ორგანიზაცია 2011 წლის გაზაფხულზე 10 წლის გახდა.'მართალია მისი როლი იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე ამას მისი დამფუძნებლები წარმოიდგენდნენ, თუმცა რეგიონალური თანამშრომლობისთვის ის სასარგებლო ფორუმად იქცა. ეს რუსეთის ...
2011-05-12 12:05:35
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები