მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
  ოპოზიციური 'რვიანი' საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მმართველ გუნდთან ჩიხში შესული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას თბილისში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუს აწვდის. შეხვედრას, რომელიც აშშ-ის საელჩოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო 'ქრისტიან-დემოკრატების', 'რესპუბლიკური პარტიის', 'თავისუფალი დემოკრატებისა' და 'ახალი მემარჯვენეების' ლიდერები გიორგი თარგამაძე, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია და დავით ...
2011-04-27 12:04:11
 
ევროპისა და აზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან თინა ქეიდენაუსთან სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიამკვლევარმა ნინო დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკული დელეგაცია დაპირდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ მათ პრობლემებს ვაშინგტონს უახლოეს ვადებში გააცნობს. ნინო დანელიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიის თავისუფლების დაბალ ხარისხს, მარეგულირებელი კომისიის ქმედებებს, ასევე ლიცენზიის პრობლემატიკას ...
2011-04-27 12:04:10
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოხუმსა და ცხინვალში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს. სამინისტროს ვებ-გვერდი იუწყება, რომ ლავროვი დე-ფაქტო რესპუბლიკების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან რუსეთის თანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები განიხილა. აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსი მესაზღვრეების სამმართველოსაც ეწვია. სოხუმში მან ე.წ. სამთავრობოთაშორისო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის ...
2011-04-27 12:04:09
 
  აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ლიბიელი ამბოხებულებისთვის 25 მილიონი დოლარის გამოყოფა მოითხოვა. ტელეარხ Fox news-ის მონაცემებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ აშშ ამბოხებულებს საჯაროდ ეხმარება. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა უახლოეს ხანში შესაბამისი თანხა უნდა გამოყონ, რომელიც ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ...
2011-04-27 12:04:03
 
ვაშინგტონში კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის 20 წლისთავს მიეძღვნა.   საქართველო: თანამედროვე სახელმწიფოებრიობის 20 წლიანი ისტორია - ამ სახელწოდებით ვაშინგტონში მდებარე ამერიკის უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორები ამერიკის უნივერსიტეტის შავი და კასპიის ზღვის კვლევითი ცენტრი და ლევან მიქელაძის ფონდი იყო. შეხვედრას ამერიკელი და ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები და არა-სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს ელჩმა ...
2011-04-27 01:04:53
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები