მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს 30 მარტს ფინეთის ეროვნული არქივის დელეგაცია სამდღიანი ვიზიტით ეწვევა. დელეგაციას ხელმძღვანელობს ფინეთის ეროვნული არქივის დირექტორი, ფინეთის ჰერალდიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ჯუსსი ნოურტევა, რომელსაც ახლავს ფინეთის არქივის მიკროფილმირების პროექტის მენეჯერი დიმიტრი ფროლოვი. დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორს თეონა იაშვილს, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს ...
2011-03-29 01:03:20
 
ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, შვეიცარიაშიც არსებობს ოფიციალური ქართული სათვისტომო, რომლის პრეზიდენტიც გია კავკასიძეა. სათვისტომოს წევრების განცხადებით, ემიგრანტების შთამომავლობას, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში ჩავიდნენ შვეიცარიაში და ლტოლვილის სტატუსი მიიღეს, არავითარი შეხება არ აქვთ საქართველოსთან და არც მშობლიური ენა იციან. „პრესა.ჯი“ ქართული დიასპორის აქტიურ წევრს, ია არაბიძეს ესაუბრა.   „შვეიცარიაში კრიმინალური სიტუაცია ...
2011-03-29 01:03:04
 
 დღეს, 28 მარტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად აწყობს გამოფენას - 'შეიცანი იაპონია'. ღონისძიება შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მოეწყობა. დამთვალიერებელს პირველად ექნება საშუალება, იხილოს ეროვნულ მუზეუმში დაცული იაპონური ხელოვნების იშვიათი ნიმუშები. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება იაპონური ხელოვნების განვითარების გვიანდელი პერიოდის XVIII - XX სს. ამსახველი 150 ნივთი. მათ შორისაა: ტიხრული მინანქრისა ...
2011-03-28 12:03:53
 
ბელგიის დედაქალაქში ამერიკული მარშალის ფონდისა და მისი პარტნიორების მიერ ორგანიზებული უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია ტარდება. კონფერენციას ყოველწიურად 50 ქვეყნის დელეგაცია ესწრება. ევროპელი პრემიერ-მინისტრები, უმაღლესი კლასის დიპლომატები, და ექსპერტები. წლევანდელი ფორუმის თემა კორუფცია, კონფლიქტები და კრიმინალია. ყველაზე აქტუალური განსახილველი საკითხები ლიბია, ჩრდილოეთ აფრიკის მოვლენები და ამ პროცესებში ევროკავშირის როლია. ფორუმს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის ...
2011-03-28 12:03:51
 
დღეს, 28 მარტს, ოდესაში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციის ორგანიზატორები არიან, საქართველოს გენერალური საკონსულო და ტურიზმის ეროვნული სააგენტო. პრეზენტაციას სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელი გამართავს. ღონისძიების მიზანია, ტურიზმის სფეროში საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის ხელშეწყობა და საქართველოს ტურისტული ბაზრის ათვისებისთვის პოტენციური პარტნიორებისთვის საქართველოს ტურისტული ბიზნესის წარდგენა. პრეზენტაციის ფარგლებში მონაწილეები საქართველოს ხელისუფლების მიერ ...
2011-03-28 12:03:50
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები