მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის თბილისში ჩატარების შესახებ ოფიციალური ხელშეკრულება დღეს გაფორმდება . კონტრაქტი იტალიის დედაქალაქ რომში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების შტაბ-ბინაში გაფორმდება. დოკუმენტს ხელს მოაწერენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი, თბილისის მერი გიგი უგულავა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი. ცერემონიალს ასევე ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ...
2011-03-07 09:03:33
 
ერგნეთის საჯარო სკოლაში დღეს ნატოს კუთხე გაიხსნება. ღონისძიება ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით გაიმართება და მისი მთავარი თემა ნატო-საქართველოს ურთიერთობები იქნება.ნატოს კუთხის გახსნას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიცე–პრემიერი გიორგი ბარამიძე და ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი დაესწრებიან. ვიცე-პრემიერი და ელჩი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხდებიან. 'ინტერპრესნიუსი' შ.კ. ...
2011-03-07 08:03:56
 
რეჟისორ გელა კანდელაკის დოკუმენტურის ფილმის 'ხმელეთის 0.047 მეათასედი' პირველი ნაწილის პრემიერა დღეს ევროპის სახლში გაიმართება . ორნაწილიანი ციკლის პირველმა სერიამ 'სოფელი' საფრანგეთში სორეზის კინოფესტივალზე გრან-პრი აიღო. ნამუშევარი გერმანიასა და ბალტიისპირეთშიც აჩვენეს.ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, რეჟისორის პროექტმა 2007 წელს გაიმარჯა და ფილმის გადასაღებად თითქმის 100 ათასი ლარი გამოყო. ციკლის მეორე ნაწილის გადაღება ...
2011-03-07 08:03:07
 
საქართველოს დელეგაცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების დასაწყებად 9 მარტს ბერნში გაემგზავრება , - ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მოვიდა ოფიციალური ინიციატივა მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. 'ჩვენ ყოველთვის მზადყოფნას ვაცხადებდით, ჩავრთულიყავით მოლაპარაკებებში, თუმცა დეტალებზე საუბარი მოლაპარაკებების დაწყებამდე ...
2011-03-07 04:03:11
 
საგამომცემლო სახლ 'მედიაპალიტრას' ახალი გამოცემა - 'ისტორიანი' შეემატა. ახალი ჟურნალის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს გაიმართება. ჟურნალი 'ისტორიანი' ისტორიულ-შემეცნებითი ყოველთვიური გამოცემაა. მარტიდან 'ისტორიანთან' ერთად გამოვა კონსტანტინე გამსახურდიას 'დავით აღმაშენებელი', სრული ვერსიის 8 ტომი. თითოეული ტომის შეძენა 'ისტორიანის' ყოველ ახალ გამოცემასთან ერთად იქნება შესაძლებელი. 'ისტორიანის' პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში 13.00 საათზე დაიწყება. ინტერპრესნიუსი მ.ბ ...
2011-03-05 02:03:39
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები