მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
გუშინ საღამოს, ტელეკომპანია 'იმედის' შენობასთან გამნაღმველებმა რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნაღმების შესახებ ტერორიზმში ბრალდებული გოგიტა არქანიას­გან შეიტყვეს. აღიარებით ჩვენებაში მან გამოძიებას 'იმედის' შენობასთან ჩადებული ნაღმების შე­სახებ აცნობა. ტელეკომპანია 'იმედის' ოფისთან გამნაღმველები გუშინ გვიან ღამემდე მუშაობდნენ. ასევე გვიან ღამემდე არ გაკეთებულა ოფიციალური კომენტარი სამართალდამცველთა ხელთ არსებული ინ­ფორმაციისა და ნაღმების ...
2011-02-24 02:02:30
 
კავკასიის უნივერსიტეტმა პირველკურსელებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა. ეს ტრადიცია უნივერსიტეტში უკვე სამი წელია დამკვიდრდა და როგორც აცხადებენ, მომავალ­შიც გაგრძელდება. კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოში პირველი იყო, რომელმაც პირველ­კურსელებისთვის პერსონალური კომპიუტერების გადაცემა დაიწყო. უნივერსიტეტის პრეზიდენ­ტი კახა შენგელია ამბობს, რომ ამით სტუდენტებს საფუძვლიანი უმაღლესი განათლების მიღება­ში ეხმარებიან 'ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ეს ტრადიცია დავნერგეთ და მერე ...
2011-02-24 02:02:30
 
რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი 23-24 თებერვალს ბელგიაში ჩავა, სადაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხსაც განიხილავს. რუსეთში ფიქრობენ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ზაფხულში დასრულდება. ამის შესახებ მთავრობის აპარატის უფროსმა იური უშაკოვმა განაცხადა, თუმცა მან მთავარ პრობლემად მაინც საქართველო დაასახელა. უშაკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და საჭიროა მისი გამოკვეთილი მხარდაჭერა. ვაჭრობის მსოფლიო ...
2011-02-24 02:02:22
 
ასოციაცია 'სამართალი და თავისუფლება' გამოდის ინიციატივით, 'სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონში ცვლილება განხორციელდეს. კერძოდ, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევი პირების ასაკი 18-დან 20 წლამდე გაი­ზარდოს. 'ახალგაზრდები სკოლას ამთავრებენ 18 წლის ასაკში და მაშინვე ხდებიან სამხედრო ვალ­დებულნი, ეს კი ეწინააღმდეგება მათ განათლების უფლებას. არასწორია 18 ან 19 წლის აბიტური­ენტის სამხედრო ...
2011-02-24 02:02:11
 
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჯეიმს სტეინბერგს შორის შეხვედრა დასრულდა .როგორც ჟურნალისტებს 'ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის' თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, სამოქალაქო საზოგადოებამ სტეინბერგისაგან მხარდაჭერა მიიღო.'მადლობელი ვართ აშშ-ს ხელისუფლების, ასეთი მხარდაჭერისათვის. მათი პოზიცია იყო ის, რომ მხარს უჭერენ სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას საქართველოში', _ განაცხადა ...
2011-02-24 02:02:05
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები