მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
აშშ-ის სენატის რეზოლუციის პროექტი2010 წლის 11 დეკემბერს სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებით საჯარო გახდა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შეტანილი საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი. იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერში კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა, სარწმუნო წყაროების ინფორმაციით, რეზოლუცია ხელახლა იქნება წარდგენილი ახალ სენატში 2011 წლის თებერვალ-მარტში.საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-ის სენატის მხარდაჭერა. ამასთან, სასურველია, რომ წარმომადგენელთა პალატამაც ...
2011-02-10 07:02:43
 
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, გია ნაცვლიშვილმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, პერე მიროს და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ დირექტორს, ურს ლაკოტს ნოდარ ქუმარიტაშვილის საქმესთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა. 'ინტერპრესნიუსი' წერილს უცვლელად გთავაზობთ. 'გვსურს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ პატივისცემა თქვენს მიმართ და გამოვხატოთ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მადლიერება თქვენი ...
2011-02-10 06:02:59
 
ამის შესახებ 'ჯი-ეიჩ-ენი' ოსურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. მათი ინფორმაციით, რუსეთის სამშენებლო ინდუსტრიის დაწესებულებების სპეციალისტებმა როკის გვირაბის კაპიტალური რე­მონტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყეს. 'ტრანსკამი - ეს ყველაზე მოკლე გზაა, რომელიც რუსეთს კავკასიის ქვეყნებთან და ახლო აღმოსავ­ლეთთან აერთებს. მას რეგიონში 'სიცოცხლის გზას' უწოდებენ, ვინაიდან ეს ერთადერთი სატრან­სპორტო არტერიაა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. ...
2011-02-10 06:02:48
 
სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული 15 ქართველი მეზღვაური სავარაუდოდ, თებერვლის ბოლომდე გათავისუფლდება . ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' ერთ-ერთი დაკავებული მეზღვაურის მამამ სერგო დევაძემ განუცხადა. მისი თქმით, სომალელ მეკობრეებსა და გემთფლობელი კომპანიის ადვოკატს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, ადვოკატი კი იძლევა გარანტიას, რომ მეკობრეები მეზღვაურებს თებერვლის ბოლომდე გაათავისუფლებენ. 'ინფორმაცია გათავისუფლების შესახებ ბერძნული კომპანიის ადვოკატმა ...
2011-02-10 06:02:37
 
წვრილ მოვაჭრეებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ. საქონლის საქართველოში შემოტანა მათთვის უფრო ხარჯიანი გახდება. თებერვლიდან საზღვარზე მათ კომერციულ ტვირთს ხელით ან მსუბუქი ავტომობილებით აღარ ატანენ. ტვირთის საზღვარზე გადმოსატანად ისინი გადამზიდავ კომპანიასთან უნდა მივიდნენ, სატვირთო ავტომობილში ადგილი მოძებნონ და ამ ადგილში ფული გადაიხადონ. ვინც მაინც შეეცდება, ერთი და იმავე სახეობის რამდენიმე პროდუქტი, ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი ...
2011-02-10 06:02:28
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები