მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
მთავრობამ 10 თებერვლიდან ელექტროენერგიის 20–ლარიანი ერთჯერადი ვაუჩერების დარიგება დაიწყო, რომელსაც, დაახლოებით, მილიონი ოჯახი მიიღებს, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა. მისი თქმით, ეს დახმარება მოქალაქეებზე ინფლაციის ზემოქმედების შემსუბუქებას ისახავს მიზნად. მთავრობის განცხადებით, ვაუჩერებს ის 'აქტიური მომხმარებლები“ მიიღებენ, რომელთაც ბოლო ექვსი თვის მანძილზე სულ ცოტა 200 კილოვატი ელექტროენერგია მოიხმარეს. სულ ბიუჯეტიდან ამ მიზნით 20 ...
2011-02-10 05:02:38
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 10-11 თებერვალს რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. საგარეო უწყების ცნობით, ვაშაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს რუმინეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან მირჩეა ჯოანასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან თეოდორ ბაკონსკისთან. წყარო: http://civil.ge/geo/article.php?id=23650 მ.ბ ...
2011-02-10 05:02:35
 
გარემოსდამცველმა ორგანიზაციებმა მთავრობაში დაგეგმილი იმ სტრუქტურული რეორგანიზაციის წინააღმდეგ გააკეთეს განცხადება, რის შედეგადაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რიგი ფუნქციები ჩამოერთმევა. 'მსგავსი ქმედება არ შეეფერება ქვეყანას, რომელიც  ისწრაფვის ევროპულ სახელმწიფოებთან ინტეგრირებისაკენ. ის ამ ნაბიჯით უბრუნდება საბჭოურ ცნობიერებას, რომლის სივრცეშიც გარემოს დაცვას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა,“ – ნათქვამია საქართველოს მწვანეთა მოძრაობის განცხადებაში. ...
2011-02-10 05:02:04
 
  რუსეთზე პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლო დროინდელმა გამონათქვამებმა ეჭვი გააჩინა ძალის არ გამოყენების თაობაზე მისი პირობის გულწრფელობასთან დაკავშირებით და გაართულა ნდობის აღდგენის საკითხებზე სერიოზული მსჯელობის გაგრძელების შესაძლებლობა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 თებერვალს. სამინისტრო გულისხმობდა სააკაშვილის განცხადებებს, რომელიც მან 25 იანვარს, პირდაპირ ეთერში მოსახლეობასთან ტელეხიდის დროს  გააკეთა. მან განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებაში იგი ...
2011-02-05 03:02:27
 
კავკასიის ინტერნეტ-მედიაჯგუფსა და საქართველოს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც აღნიშნული მედიაჯგუფი საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების საქმიანობის შესახებ სიუჟეტებს მოამზადებს.როგორც კავკასიის ინტერნეტ-მედიაჯგუფის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა,  ქართული დიასპორის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მიერ 25 ქვეყანაში მომზადებული სიუჟეტები ITV-ს ეთერში იანვრის მეორე ნახევრიდან გავა. 'პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული ...
2011-02-05 03:02:25
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები