მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
შოთა ხიზანიშვილმა, რომელსაც წინასწარი პატიმრობის გამო, სამსახურეობრივი უფლებამოსილება დროებით ჰქონდა შეჩერებული, თბილისის მერის მოადგილის პოსტზე, მუშაობა დღეიდან გააგრძელა. ამის შესახებ 'ჯი-ეიჩ-ენს' თბილისის მერიიდან აცნობეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი და თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი პატიმრობიდან 17 იანვარს 35 000 ლარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ შოთა ხიზანიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ...
2013-01-23 02:01:10
 
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლა - ფორმატის დასამარებას ნიშნავს. მოსკოვი კლავს ჟენევის მოლაპარაკებებს და საქართველომ ამაზე რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მაღალი დონიდან განცხადება უნდა გააკეთოს. ეს განცხადებები ორგანიზაცია 'რეფორმების ასოციაციის' ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ სააგენტო 'ჯი-ეიჩ-ენისათვის' მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. - აფხაზი და ოსი სეპარატისტები და რუსეთი კვლავ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ...
2013-01-23 02:01:06
 
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ზუგდიდისა და ქუთაისისგან განსხვავებით, დედაქალაქში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თუმცა ეს სიმშვიდე, რომ მოჩვენებითია დეპუტატების კომენტარებიდან ჩანს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივას უმრავლესობის შიშით ხსნის. წიკლაური დარწმუნებულია, რომ „შემოდგომისთვის იმდენად მძაფრი იქნება ქვეყანაში კრიზისი, იმდენად ცუდი იქნება ეკონომიკური ვითარება და იმდენად ღრმა იქნება ...
2013-01-23 02:01:05
 
ამერიკული ანალიტიკური კომპანია Stratfor ყოფილ საბჭოთა რესპუბიკებთან დაკავშირებით 2013 წლის გეოპოლიტიკურ პროგნოზს აქვეყნებს. ამ პროგნოზის თანხმად, მიმდინარე წელს საქართველო დასავლეთთან და ნატოსთან დაშორებითა და რუსეთთან მიახლოებით არასასიამოვნო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს. როგორც Stratfor-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ბოლო პერიოდში რუსეთმა წარმატებას მიაღწია თავისი გავლენის აღდგენის თვალსაზრისით ყოფილ საბჭოთა პერიფერიებში - წერს Stratfor. 2008 წელს, ...
2013-01-23 02:01:00
 
საპრეზიდენტო არჩევნებზე წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით, ჩემსა და პრემიერ-მინისტრს შორის რამდენიმე დღის წინ საკმაოდ მძიმე საუბარი შედგა. ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა კვესიტაძის გადაცემა 'აქცენტებში ' გააკეთა. ალასანიას განცხადებით, პარტია 'თავისუფალი დემოკრატები' განიხილავდნენ საკუთარ კანდიდატურას, რამაც ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანება გამოიწვია. 'ამ საკითხთან დაკავშირებით, მე საკმაოდ მძიმე საუბარი მქონდა ...
2013-01-23 01:01:57
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები