მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
ქვეყნის უზენაესი დოკუმენტის - კონსტიტუციის, დაპირისპირებისა და ლანძღვა-გინების ფონზე განხილვამ, უკვე, ტრადიციული სახე შეიძინა. რეგიონების შემდეგ, ამჯერად დედაქალაქში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ახალ ინიციტივას მედიისა და სტუდენტების წარმომადგენლებს აცნობდნენ.   ყველაზე ხმაურიანი კი სტუდენტებთან მიმდინარე განხილვა იყო. ხმაური უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის პრეზიდენტისადმი მიმართულ გამონათქვამს მოჰვა. ,,ყველამ თავის გიჟს მიხედოს''-ასე უპასუხა აკაკი ბობოხიძემ უმრავლესობის წევრს ...
2013-01-23 01:01:53
 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დარწმუნებულია, რომ საქართველო დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. 'დარწმუნებულნი ვართ, რომ ღვთის შეწევნით, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში და რა თქმა უნდა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბრძენი და მამაცი ხალხის დახმარებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება ყველასთვის', - ბრძანა ...
2013-01-23 01:01:53
 
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ სურს ახალმა მთავრობამ 'კისერი წაიტეხოს'. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა პირველ რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.'არ მინდა, რომ ახალმა მთავრობამ კისერი წაიტეხოს. ამიტომ ვურჩევ მათ გაითვალისწინონ საქართველოს ისტორიის უახლოესი წარსული. ეს რჩევა ხელისუფლებას საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგიდან მისცა. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აქციები ...
2013-01-23 01:01:51
 
'ნაციონალური მოძრაობის' გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საქართველოს ხელისუფლებას საგანგებო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია 'რუსთავი 2'-თან, გადაცემა 'პოზიციაში' საუბრისას განაცხადა, საქართველოს ეკონომიკაში საგანგაშო მდგომარეობაა.მისივე განმარტებით, მსგავსი მონაცემები ხელისუფლებაში 'ნაციონალური მოძრაობის' ყოფნის დროს რომ დაფიქსირებულიყო, მთელი სახელმწიფო აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადაერთვებოდა.'იანვარში ისეთივე არასახარბიელო მდგომარეობაა ეკონომიკაში, როგორც იყო ბოლო სამი თვის ...
2013-01-23 01:01:48
 
საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი 'ნაცინალური მოძრაობის' ხელისუფლებაში დაბრუნებას წინასწარმეტყველებს. პრეზიდენტის განცხადებით, ის არის ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მომავალზე ორიენტირებული მწყობრი იდეოლოგია. მისივე თქმით, ასეთი პარტიები ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ათწლეულების განმავლობაში რჩებიან. 'ნაციონალური მოძრაობა' საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დარჩება ძალიან დიდხანს. ის არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მწყობრი, მომავალზე ორიენტირებული იდეოლოგია. ასეთი ორგანიზაციები ...
2013-01-23 01:01:45
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები