მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჟან-კლოდ მინიონს შეხვდა. პრეზიდენტის პრესცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა  ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს. მხარეების მთავარი განსახილველი თემა რუსეთთან მიმართებაში მიღებული რეზოლუციების აღსრულების საკითხები იყო. აღნიშნული რეზოლუციების შესრულების მნიშვნელობას თავად ასამბლეის პრეზიდენტმა გაუსვა ხაზი და ამ პროცესისთვის ხელშეწყობისთვის მზადყოფნა გამოხატა. შეხვედრის შემდეგ ...
2013-01-22 07:01:21
 
საპრეზიდენტო არჩევნების წინ კიდევ ერთი ხმაურია მოსალოდნელი. ამჯერად საქმე „ოცნების' ახალ ახირებას ეხება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი არა არჩევნების გზით აირჩევა, არამედ მას თანამდებობაზე პარლამენტი დანიშნავს. 'ინტერპრესნიუსთან' საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ უკეთესი იქნება, თუ შემოდგომაზე ახალი პრეზიდენტი პირდაპირი წესით აღარ აირჩევა.  დეპუტატი განმარტავს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი აღმასრულებელი ...
2013-01-22 07:01:04
 
ბრიტანელმა ბრინცმა ჰარიმ ავღანეთში სამხედრო სამსახური დაასრულა და სამშობლოში ბრუნდება. ამის შესახებ „ასოშეითედ პრესი' ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. თუმცა, თავდაცვის უწყებამ ჯერჯერობით არ დააკონკრეტა, უკვე დატოვა პრინცმა ქვეყანა თუ არა.  პრიცმა ჰარიმ ავღანეთში 20 კვირა გაატარა. ის პროვინცია ჰელმანდში, „კემპ ბასტიონის' ბაზაზე იმყოფებოდა და მოიერიშე ვერტმფრენის, „აპაჩის' მეორე პილოტ-მსროლელის ფუნქციას ...
2013-01-22 06:01:58
 
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მან საქართველოში საქმიანობის ლიცენზია მისცა Pasha Bank-ს, რომელიც აზერბაიჯანის ერთ-ერთ უდიდეს კერძო ბანკს წარმოადგენს და რომელიც ძირითადად კორპორატიულ კლიენტებზეა ორიენტირებული, მისი ქართული ფილიალი Pasha Bank-ის პირველი უცხოური შვილობილი კომპანია იქნება. ამჟამად საქართველოს საბანკო ბაზარი ოცი კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის, Pasha Bank Georgia უკვე მესამე აზერბაიჯანული ბანკი იქნება საქართველოში უკვე მოქმედ „აზერბაიჯანის საერთაშორისო ...
2013-01-22 06:01:57
 
,,სტრასბურგში ოპოზიციის ლიდერის გამოსვლა ვიხილეთ', - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ქვეყანას დააზარალებს. 'ვფიქრობდი, რომ სტრასბურგში ჩენ ვიხილავდით პრეზიდენტის გამოსვლას, სამწუხაროდ ვიხილეთ ოპოზიციის ლიდერის გამოსვლა. თან ისეთი ოპოზიციის ლიდერის, რომელიც გაღიზიანებულია და მზად არის საერთაშორისო არენაზე გააგრძელოს ის კინკლაობა, რომელიც დაწყებულია საქართველოში. ...
2013-01-22 06:01:57
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები