მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასვლის რეჟიმი დადგენილია, - განცხადება ამის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ანქვაბმა განაცხადა, რომ ქართულ -აფხაზურ საზღვარზე გადასვლა ახლა 'ძალიან გამკაცრებულია'. მისივე თქმით, 'დადგენილია დოკუმენტების ნუსხა, რომლებითაც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია'. 'გალის რაიონის მაცხოვრებლებს, ძირითადად აქვთ ფორმა №9, რომელზეც ათობით ბეჭედია დარტყმული. ...
2013-01-22 06:01:09
 
პარლამენტმა 18 იანვარს მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბრალდებულ თანამდებობის პირებს, მათ შორის ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს, რომ 1 თებერვლიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს მათი საქმეები.  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2011 წლის ბოლოს დაინერგა და ამ დრომდე სულ ასეთი სამი სასამართლო ...
2013-01-22 06:01:07
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად „დღევანდელ საგარეო პოლიტიკურ კურსთან და სტილთან შეუთავსებლობა' დაასახელა. „ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი იყო შეუთავსებლობა დღევანდელ საგარეო პოლიტიკურ კურსთან და სტილთან. სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, ეს სერიოზული საუბრის თემაა და ახლა მხოლოდ ამით შემოვიფარგლოთ', - განუცხადა ვაშაკიძემ „ინტერპრესნიუსს' 22 იანვარს. საგარეო საქმეთა ...
2013-01-22 06:01:05
 
ფინანსთა მინისტრის განცხადებამ მსოფლიო ბანკისგან კრედიტის აღების თაობაზე სოციალურ ქსელებში კრიტიკა გამოიწვია. ნოდარ ხადურის თქმით, ქართულმა მხარემ უკვე მიმართა მსოფლიო ბანკს იაფი კრედიტის გამოყოფის თხოვნით. საუბარია კოალიციის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებაზე - სადრენაჟო-საირიგაციო სამუშაოების დაფინანსებაზე. შეგახსნენებთ, ახალი მთავრობა აცხადებდა, რომ აღარ აპირებს არანაირი ვალის აღებას, რომლის გადახდაც მომავალ თაობებს მოუწევს. სწორედ ამის გამო ხადურის ...
2013-01-22 06:01:03
 
პრეზიდენტი სააკაშვილი 21 იანვარს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოვიდა სიტყვით და მკაცრად გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა, ერთის მხრივ, როგორც მან აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მუქარის და მეორეს მხრივ, საქართველოს ნატოში მისწრაფებაზე „დე ფაქტო უარის' გამო. თავის გამოსვლაში და შემდეგ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების დეპუტატების კითხვებზე პასუხის ...
2013-01-22 06:01:00
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები