მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
მოსკოვში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის ასლან უსოიანის თბილისში ჩამოსვენება წუხელ შეუძლებელი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. „ლაიფ ნიუსის' ცნობით,  ცხედარი საქართველოში სპეცრეისით უნდა გადმოესვენებინათ და თვითმფრინავი აფრინდა კიდეც ვნუკოვოს აეროპორტიდან, თუმცა გზად, ბორტი, რომელშიც უსოიანის ყველაზე ახლო გარემოცვის წევრები ისხდნენ - სულ 29 ადამიანი, დონეცკში დაჯდა, სადაც მებაჟეებმა ის დამატებით ...
2013-01-19 07:01:06
 
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს 3 000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა. მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე კი სასამართლო 18:00 საათზე იმსჯელებს. გურამ ჩალაგაშვილის სასამართლო პროცესი სამ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. პროკურატურამ სასამართლოზე ორი შუამდგომლობა დააყენა, აქედან ერთ-ერთი  აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობის ...
2013-01-19 07:01:04
 
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. როგორც 'ინტერპრესნიუსს' საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. წყალს უწმინდესი აკურთხებს და ...
2013-01-19 07:01:03
 
შე, დალოცვილო, რაღა პარლამენტი წამოვიყვანოთ უკან, ამხელა შენობა ავაშენეთ, ეს მთავრობა წავიყვანოთ იქ და მეორე დიდი ნაბიჯი გვექნება გადადგმული დეცენტრალიზაციისაკენ, - ასე ეხმიანება მმართველი ძალის იდეას პარლამენტის ქუთაისიდან კვლავ თბილისში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მწერალი დათო ტურაშვილი. როგორც მან 'რუსთავი 2'-ს ეთერში განაცხადა, ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესი აუცილებლად უნდა განხორციელდეს. 'დეცენტრალიზაცია თუ არ დავიწყეთ, ეს ...
2013-01-19 07:01:01
 
ჯერჯერობით უცნობია, როდის შეეფარდება აღკვეთი ღონისძიება ძველი თბილისის რაიონის გამგებელსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს ნიკოლოზ მელიას. მელიას ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განცხადებით, დაცვის მხარეს საქმის მასალები ჯერ არ მიუღია.,,გამოძიებას საქმის მასალები არ გადმოუცია და არავის არ უცნობებია სასამართოს თარიღის ჩანიშვნის შესახებ', _განაცხადა ჟურნალისტებთან ნიკოლოზ მელიას ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ. ადვოკატის განმარტებით, ...
2013-01-18 06:01:50
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები