მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
როგორც სომხური გამოცემა PanARMENIAN.Net წერს, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის ერევანში ვიზიტი. სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატს ვარდან სედრაკიანს ამასთან დაკავშირებით აინტერესებს: რა სერიოზული, მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საკითხები შეიძლება აღიძრას სომხეთსა და საქართველოს შორის, რომ ივანიშვილმა სომხეთში ჩასვლა გადაწყვიტა. ''დღეს სომხეთის საარჩევნო კომისია საბოლოოდ გამოაცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატების ვინაობას. მათ შორის იქნება სერჟ სარქისიანიც. ...
2013-01-16 04:01:08
 
შს სამინისტრო ახალგაზრდა პიანისტის, ბექა გოჩიაშვილის განცხადებას ეხმაურება. რომელიც მან გუშინ ''რუსთავი 2''-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა და ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლები ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულა. განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს, ნათქვამია, რომ ღარიბაშვილის დავალებით, გენერალურმა ინსპექციამ ბექა გოჩიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, შიდა მოკვლევა დაიწყო. სამინისტრო განმარტავს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოკვლევის მასალები საჯარო გახდება. ...
2013-01-16 04:01:03
 
პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრების ავტორის ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ 'წითელი ცირკულარით' საერთაშორისო ძებნა შეწყდა. აღნიშნული შუამდგომლობით მთავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს 'ინტერპოლის' ცენტრალურ ეროვნულ ბიუროს გუშინ მიმართა.მთავარი პროკურატურა იმედოვნებს, რომ ბედუკაძე საქართველოში დაბრუნდება და გამოძიებასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.ამასთან, არჩილ კბილაშვილის უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ მას ბრალი შეუმსუბუქდეს, თუმცა ამის მოტივებს ჯერ-ჯერობით არ განმარტავენ.   ივერონი ე.შ ...
2013-01-16 04:01:03
 
როგორც რუსული ''იზვესტია'' წერს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ სტრასბურგის ასამბლეის სესიაზე აპირებს არაფორმალური შეხვედრა გამართოს რუსეთის დუმის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელთან ალექსეი პუშკოვთან, რათა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობა დაიწყოს. თუმცა იმავე ''იზვესტიასთან'' საუბარში პუშკოვმა აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრის შესახებ ჟურნალისტისგან პირველად ესმის ...
2012-12-29 07:12:54
 
მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მიერ ამნისტიის კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ ამ ქმედებით საქართველოს პარლამენტმა ფუნდამენტურად ანტისახელმწიფოებრივ და საშიშ აქტზე აიღო პასუხისმგებლობა და ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაცია საფრთხის წინაშე დააყენა. მისი თქმით, ამ აქტის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს სხვადასხვა უმძიმესი დანაშაულისთვის გასამართლებული პირები დატოვებენ, ...
2012-12-29 07:12:53
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები