მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
'ერთიანი ნაციონალური მოძრაობა' ვანო მერაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი 'ვერსია' სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს. 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სახელს იცვლის და ვანო მერაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად ამზადებს. პარტია მალე ძველ ოპოზიციურ გამოცდილებას გაიხსენებს და პოლიტიკურ კონტრშეტევაზე გადავა' ,- წერს 'ვერსია'. პრაიმტაიმი ე.შ   ...
2012-12-10 07:12:58
 
საქართველოს საგარეო უწყება ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება. როგორც ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, შესაბამისი სია ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას ნოემბრის ბოლოს გადაეგზავნა. ,,გაგზავნილ სიაში რამდენიმე ქვეყანა იყო მოხსენიებული რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ახალ მთავრობას მიაჩნია, რომ ელჩი უნდა გამოიცვალოს. მათ შორის იყვნენ ის ელჩები, ...
2012-12-10 07:12:47
 
დღეს, ოსლოში, ევროკავშირს ოფიციალურად დააჯილდოვებენ ნობელის მშვიდობის პრიზით. ამ პატივის მისაღებად ოსლოს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი, კომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი ეწვივნენ. მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ევროკავშირს ოქტომბერში გადაეცა თავისი არსებობის მანძილზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განუხრელი მხარდაჭერისათვის. ნობელის კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას მსოფლიოში ...
2012-12-10 07:12:47
 
დუბლინში გამართულ სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, საქართველომ 2013 წელს სუამ-ის თავმჯდომარეობა ჩაიბარა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, მუშაობა გაგრძელდება ორგანიზაციის გაფართოების კუთხით. 'ჩვენ ახალი პრიორიტეტები გვექნება. ვეცდებით, რომ იმ ფარგლებში, რომელშიც ვმუშაობთ, კიდევ უფრო გავაფართოვოთ ეს მუშაობა. მაგალითად, ეს შეეხება სამხრეთ ...
2012-12-10 07:12:42
 
საქართველო შესაძლოა, რუსეთის მოკავშირე გახდეს, თუმცა ეს მას აშშ-სთან მეგობრობის ფასად დაუჯდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯიმი კარტერის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ზბიგნევ ბზეჟინსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივებზე საუბრისას ბზეჟინსკიმ რუსეთის საშინაო და საგარეო გამოწვევებზეც იმსჯელა. 'საქართველო რუსეთთან ალიანსის შესაძლო კანდიდატი ხდება, რაც მას ამერიკასთან მეგობრობის ფასად ...
2012-12-10 07:12:33
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები