მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, NATO-ს გენერალური მდივანი 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიულ სტანდარტებს სრულიად შეესაბამებოდა: 'მოვუწოდებთ ყველა პარტიას, განაგრძონ ასეთი წინსვლა და მოახდინონ დემოკრატიული პროცესის კონსოლიდირება, რაც ნიშნავს კანონის უზენაესობის, კონსტიტუციისა და დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემას. ...
2012-11-16 04:11:56
 
შოთა ხიზანიშვილის დაკავების გამო, დედაქალაქის მერი და საქართველოში ბრუნდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს: 'ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა. თბილისის მერის იტალიაში ვიზიტის დროს, სამართალდამცავმა ორგანოებმა თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი დააკავეს. აღნიშნული გარემოების გამო, გიგი უგულავა დაგეგმილზე ადრე ბრუნდება ...
2012-11-16 04:11:51
 
'ნაციონალური მოძრაობის' ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის აზრით, ბოლო დროს განხორციელებული დაკავებები პრეზიდენტის წინააღმდეგ არის მიმართული. როგორც გიორგი ბარამიძემ თბილისის მერის მოადგილის შოთა ხიზანიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, 'ხელისუფლება პრეზიდენტზე დარტყმას ორი მიმართულებით ახორციელებს'. 'ერთის მხრივ, მმართელი გუნდი ცდილობს, პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან გაიყვანოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ამისთვის პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი ...
2012-11-16 04:11:51
 
ბაჩოა ახალაიას #7 საპყრობილიდან გადაყვანის მოთხოვნით, საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე დეპუტატი სოზარ სუბარს შეხვდა. მათ შეხვედრას სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, ირაკლი წერეთელიც ესწრებოდა. 'ივერონის' ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე, წერეთელი აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა სოზარ სუბარის გადაწყვეტლილებას ბაჩო ახალაიას #7 საპყრობილედან გადაყვანის შესახებ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი წერეთელი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ...
2012-11-16 04:11:51
 
საქართველოს პროკურატურა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დაკავებული მაღალჩინოსნების ვინაობას ავრცელებს. 'საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა მიერ სხვადასხვა სახის დანაშაულთა ჩადენის ფაქტებზე. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე 2012 წლის 15 ნოემბერს დაკავებულ იქნენ შემდეგი პირები: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა;2. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის ...
2012-11-16 04:11:48
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები