მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანის მცხოვრებლები  აჭარიდან ჩასახლებულ მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. სოფლის წარმომადგენლები შეკრებილნი არიან იმ სახლთან,  სადაც ეკომიგრანტებმა სამლოცველო გახსნეს. თავის მხრივ კერძო კუთვნილების მეპატროიონე არჩილ კახაძე აცხადებს, რომ მას სამლოცველოს გახსნის კანონიერი უფლება აქვს. შექმნილი დაძაბულობის გამო, ადგილზე სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ბოლო ინფორმაციით, ადგილობრივ მცოვრებლებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ადგილობრივები ადგილზე ...
2012-11-02 08:11:29
 
ენეგეტიკის მინისტრი კალაძე თავის ძველ ბიზნეს-პარტნიორსა და პუტინთან ჩახუტებულ ზურაბ ნოღაიდელს შეხვდა. ნოღაიდელი სააკაშვილის ხელისუფლების პრემიერ მინისტრი იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც გადადგა, მოსკოვში გაიქცა და პუტინის დახმარებით ცდილობდა ქართული ოპოზიციის ფლანგის გამაგრებას. მანამდე კი, კალაძემ, ნოღაიდელს „კალა კაპიტალში' მმართველის პოსტი შესთავაზა. „დაღლილ ვირს', როგორც მას ლეიბორისტები უწოდებენ, მუდამ გვერდით ჰყავდა ...
2012-11-02 08:11:26
 
ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს საგანგებო წერილით მიმართავს, რომელსაც  „ინტერნეტ.ჯი' უცვლელად გთავაზობთ: „ბატონო ბიძინა, 2012 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ნომერ 440-ე დადგენილებით საქართველოს მთავრობამ გააუქმა: სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევის პროგრამა; სოციალურად დაუცველი ოჯახების სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარება; საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრების ფასდაკლებისა და შეღავათების დაფინანსება. აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ...
2012-11-02 08:11:19
 
პრეზიდენტის რწმუნებულებს და გუბერნატორებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს,  ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით,  აღნიშნული ინციატივა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას არ საჭიროებს. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებები შევა. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები და გუბერნატორები პრემიერ-მინისტრის მიერ დაინიშნებიან. მოგეხსენებათ, გუბერნატორის ძირითადი დანიშნულება ...
2012-11-02 08:11:12
 
საქართველის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის სასახლის დატოვებისა და მთავრობის კანცელარიის შენობაში გადასვლისკენ მოუწოდებს. ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლისა და მთლიანად მომსახურების ხარჯები შემცირდება.  'პრეზიდენტის სასახლის და პირადად მის მომსახურეობაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება, რაც მკვეთრად შემცირდება. არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა, თუ რატომ რჩება სააკაშვილი პირველ პირად, როცა მას ხუთწლიანი საპრეზიდენტო ...
2012-11-02 08:11:11
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები