მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
დღეს, საქართველოში ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი ჩამოვიდნენ.   როგორც ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კეტრინ ეშტონმა, ევროპის საგარეო საქმეთა საბჭოს ყოველთვიურ კონსილიუმზე  განაცხადა, ფულე და შმიდი თბილისში შეხვედრებს მისი სახელით გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში ევროპელი პოლიტიკოსები ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებთან გამართავენ შეხვედრებს. Internet.ge ე.შ   ...
2012-10-18 06:10:21
 
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. აპატურაიმ საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოს კონტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ დავიწყეთ დაგეგმვის პროცესი იმისა, თუ როგორ გაგრძელდება 2014 წლის შემდეგ ...
2012-10-18 06:10:19
 
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' წევრი გოგა ხაჩიძე განათლების მინისტრობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სკოლებში მანდატურის სამსახური უნდა გაუქმდეს, „ფეისბუქის' საკუთარი გვერდიდან გამოეხმაურა. „არ იქნება მანდატური, იქნება სკოლის მაყურებელი',- წერს ხაჩიძე. შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს მომავალი ხელმძღვანელის განცხადებით, სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის გაუქმება განხილვის გარეშე მოხდება. ამასთან, მარგველაშვილის თქმით გადაიხედება მასწავლებელთა სერთიფიცირების საკითხიც. internet.ge ე.შ   ...
2012-10-18 06:10:17
 
საქართველოს პრეზიდენტი EPP-ს კონგრესის ფარგლებში ბუქარესტში ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა და 1 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესი უწოდა. Internet.ge ე.შ     ...
2012-10-18 06:10:16
 
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბუქარესტში მიმდინარე ფორუმი შეაფასა და ახლადფორმირებულ მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროატლანტიკურ სივრცეში გასაწევრიანებლად მჭიდრო თანამშრომლობისკენ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნებით ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს და ეს შანსი კონსტრუქციული თანამშრომლობის ფარგლებში ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს. http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=ybN1ZWu1kDo Internet.ge ე.შ   ...
2012-10-18 06:10:12
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები