მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
პრინცმა ჰარიმ, რომელიც ავღანეთში სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში მსახურობს, მოძრაობა „თალიბანის' რამდენიმე სამხედრო ობიექტი გაანადგურა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო დაჭრილი ბრიტანელი სამხედროს გადარჩენის ოპერაციაში. პრინცი ჰარი ვერტმფრენ „აპაჩის' მეორე პილოტია. ბოლო 4 კვირის მანძილზე ეკიპაჟი რამდენჯერმე აფრინდა სამიზნეების გასანადგურებლად, ასევე სატრასპორტო საჰაერო ხომალდების გასაცილებლად. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მისიის დროს „აპაჩი', რომელსაც ...
2012-10-15 04:10:29
 
ახალ მინისტრთა კაბინეტში, ენერგეტიკის მინისტრის პორტფელი ივანიშვილმა მამუკა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლს შესთავაზა. ეს ინფორმაცია პა­რიზ­ში მ­ყო­ფმა ნიკოლაიშვილმა უკვე დაადასტურა. მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით საქართველოში ჩა­მოსვლას ვერ ახერ­ხებს იმის გა­მო, რომ სა­ელ­ჩოს­თან, პას­პორ­ტის აღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი აქვს.შეგახსენებთ, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მამუკა ნიკოლაიშვილს ჯერ სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტი, შემდგომ კი ენერგეტიკის მინისტრის პოსტი ...
2012-10-15 04:10:28
 
პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის აზრით, საქართველოში არსებული კონსტიტუციური მოდელის გათვალისწინებით პარადოქსული მდგომარეობაა შექმნილი. 'სერიოზული პრობლემაა ჩვენი კონსტიტუციური მოდელი. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მდგომარეობა არის პარადოქსული. არსებული კონსტიტუციური მოდელით, გაყოფილია აღმასრულებელი ხელისუფლება. ეს ის შემთხვევა კი არაა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ერთი პარტიის წარმომადგენელია, კონგრესში უმრავლესობა კი მეორე პარტიას აქვს. არა, ჩვენთან ...
2012-10-15 04:10:24
 
43 წლის ფელიქს ბაუმგარტნერმა ერთდროულად რამდენიმე რეკორდი დაამყარა: მაქსიმალური სიმაღლიდან პარაშუტით ხტომაში, თავისუფალ ვარდნაში ფრენის ხანგრძლივობაში და ვარდნის მაქსიმალურ სიჩქარეში. პარაშუტისტი 39 კილომეტრის სიმაღლიდან - სტრატოსფეროდან გადმოხტა და ბგერის სიჩქარე განავითარა. 40 წამის შემდეგ მისი თავისუფალი ვარდნის სიჩქარემ საათში 1173 კილომეტრი შეადგინა. მან პარაშუტი დედამიწასთან მოახლოებისას გახსნა და 10 წუთში მსუბუქად დაეშვა.  თავისუფალ ...
2012-10-15 04:10:10
 
ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოდის. ვიზიტი ხუთშაბათისთვისაა დაგეგმილი. ცნობილია, რომ ჯეიმს აპატურაი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ კოალიცია „ქართული ოცნების' ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. მედიის ინფორმაციით, მათი შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ნოემბრის ბოლოს საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები ჩამოვლენ ...
2012-10-15 04:10:08
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები