მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. მარტენსის განცხადება ევროპის სახალხო პარტიის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.მარტენსის განცხადებით, საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა გაზარდა ქვეყნის დემოკრატიული მონაცემები, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტები სუფთა კამპანიას არ აწარმოებენ. 'მე დიდ ყურადღებას ვაქცევ არჩევნების შედეგებს და ვიწონებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქციელს, რომელმაც პატივი სცა ...
2012-10-03 03:10:40
 
ევროკიმისარმა შტეფან ფულემ და კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კეტრინ ეშტონმა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ კოალიცია „ქართულ ოცნებას' გამარჯვება მიულოცეს. „მოვუწოდებთ ახალ პარლამენტში არჩეულ ყველა წარმომადგენელს, საქართველოს ინტერესებისთვის ერთად იმუშაონ. არჩევნების პოზიტიურად ჩატარება და ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობა ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან დემოკრატიის გზის ერთგულებას. მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთან ახლო თანამშრომლობის გაგრძელებას',- აღნიშნავენ ...
2012-10-03 03:10:40
 
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. კლინტონის განცხადებით, ქართველმა ხალხმა უკვე თქვა თავისი სათქმელი. ის  ყველა პარტიას ახალ პარლამენტში კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს. კლინტონის შეფასებით, არჩევნები ყველა ქართველისათვის და საქართველოს დემოკრატიული მომავლისათვის, ისტორიული დღე იყო. 'მხარს ვუჭერთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, ...
2012-10-03 03:10:26
 
არჩევნების შედეგებზე, აგრეთვე, მოქმედი კანონმდებლობით, როგორ შეძლებს 'ქართული ოცნება' მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას, 'ინტერპრესნიუსი' კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა. - ბატონო ავთანდილ, როგორ შეაფასებდით 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩვნების პირველად შედეგებს და იმას, რომ საარჩევნო კანონმდებლობასა და საარჩევნო გარემოში უმარავი პრობლემის მიუხედავად ქვეყანამ, მართალია მცირე ექსესებით, მაგრამ მაინც შეძლო საპარლამენტო არჩენების მშვიდობიანად ჩატარება ...
2012-10-03 03:10:26
 
ვაშინგტონი საქართველოს, საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება თეთრი სახლის პრესსამდივნომ გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტი ობამა და აშშ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობას გააგრძელებს. „საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით კიდევ ერთხელ დასტურდება დემოკრატიული ღირებულებებისადმი ქვეყნის ერთგულება, რაც ორგზანიზებული არჩევნების ჩატარებით და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემაში გამოიხატება. საქართველომ დემოკრატიის გამყარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, ...
2012-10-03 03:10:20
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები