მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
უმცროს მეთაურთა ლიდერის კურსი დღეს დასრულდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფის ოფიცრებმა და სერჟანტებმა სასწავლო კურსი ბრიტანელი და ჩეხი სამხედრო ინსტრუქტორთა ჯგუფის (BMATT) ხელმძღვანელობით გაიარეს. სწავლების მიზანს უმცროს ოფიცერთა რგოლის გადამზადება და მათი ლიდერული თვისებების დახვეწა წარმოადგენდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ოთხ ფაზად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე ქართველმა ოფიცრებმა თეორიული მომზადება ...
2012-09-28 01:09:31
 
ეროვნულ სტადიონზე დღეს 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' წინასაარჩევნო შეკრება გაიმართება.  პარტიის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, პარტიის ლიდერები შეკრებილ მოქალაქეებს წინასაარჩევნო პროგრამას - 'მეტი სარგებელი ხალხს' წარუდგენენ. მათივე ცნობით, წინასაარჩევნო შეკრებაზე დასწრების მსურველებს წინასწარი რეგისტრაცია 'ნაციონალური მოძრაობის' ვებგვერდზე შეუძლიათ, თუმცა მოსაწვევის მიღება დარეგისტრირების გარეშე, სატდიონის შესასვლელთანაც იქნება შესაძლებელი.წინასაარჩევნო შეკრება ეროვნულ სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება. ...
2012-09-28 01:09:27
 
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დღეს ქუთაისის აეროპორტის გახსნას დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ვიქტორ ორბანის განცხადებით, აეროპორტის გახსნა ამტკიცებს, იმას, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც სწორი კურსი აირჩიეს, ამ კუთხით კი საქართველოს პოლიტიკა უნგრეთისთვის ღირებულია. „დღეს საქართველოს წარმატებას ვზეიმობთ, რადგან მესამე საერთაშორისო აეროპორტი იხსნება. ხუთი უნგრული კომპანია მონაწილეობდა მშენებლობაში და ეს კარგი ...
2012-09-28 01:09:22
 
'ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის' (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. როგორც 'ინტერპრესნიუსს' ორგანიზაციიდან აცნობეს, მისია შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგება, რომლებიც აშშ-ის კონგრესის ამჟამინდელი და ყოფილი წევრები, ყოფილი დიპლომატები და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რეგიონული ექსპერტები არიან.'დელეგაციის მიზანი, საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებაა. NDI მიიჩნევს, რომ ეს საქართველოსთვის ...
2012-09-28 01:09:08
 
საქართველოს პრეზიდენტი სარფში იმყოფებოდა, სადაც წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა ახლადგახსნილი ეკლესია დაათვალიერა, რომლის მშენებლობაც ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა.'აქედან დაიწყო საქართველოში ქრისტიანობა და არ შეიძლებოდა ამისთვის ჩვენ არ მიგვეძღვნა ეს ტაძარი. დღეს ძალიან ბევრი ოფიციალური შემხვედრა მქონდა, მაგრამ ყველაზე ბედნიერი დასასრული დღევანდელი დღის ეს ...
2012-09-28 01:09:03
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები