მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
საქართველოს ხელისუფლება გაფრთილებულია არჩევნების წინა პერიოდში ციხეებში შესაძლო ბუნტის შესახებ, რომელსაც ე.წ. კანონიერი ქურდები გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, პოლიციამ მიიღო ოპერატიული მონაცემები იმის შესახებ, რომ „თავისუფლებაზე მყოფმა ე.წ. კანონიერმა ქურდებმა საპატიმროებს გადასცეს საიდუმლო მითითება, დაიწყონ შიდა ბუნტები, ადგილობრივი მოსახლეობა კი სერიოზულად შიშობს, რომ ბუნტმა, შესაძლოა, ქუჩაში გადაინაცვლოს ...
2012-09-20 06:09:51
 
'საქართველოს ციხეში მომხდარი ძალადობის გამო თანამშრომლები გათავისუფლებულები არიან' - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას მედიასაშუალება BBC. „საქართველოს ციხეებში მომხდარი ძალადობის ფაქტების გამო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხის ყველა თანამშრომელი გაათავისუფლა. დაკავებულები არიან  ოფიცრები, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები' - წერს გავლენიანი მედიასაშუალება. სტატიაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას კომენტარიცაა მოყვანილი, სადაც ...
2012-09-20 06:09:48
 
„ალ-ქაედას' ერთ-ერთი ბოევიკი, რომელმაც ლიბიაში, ამერიკის საკონსულოზე თავდასხმა მოაწყო, ბენ ლადენის მძღოლი აღმოჩნდა. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ბენღაზიში თავდასხმა, რომელიც ანტიმუსულმანური ფილმის გაპროტესტებისას მოხდა და რომლის დროსაც აშშ-ის ელჩი დაიღუპა, 53 წლის სუფიან ბენ კუმუმ მოაწყო. ის ადრე „ალ-ქაედას' ლიდერის ბენ ლადენის პირადი მძღოლი იყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელი 2007 წელს ...
2012-09-20 06:09:46
 
პროკურატურა პატიმართა წამებაში ბრალდებულ კიდევ ერთ პირზე განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 20 სექტემბერს, გამთენიისას სამართალდამცველებმა დააკავეს კიდევ ერთი  დამნაშავე, გლდანის მე-8 საპყრობილის არასრულწლოვანთა განყოფილების მორიგე ინსპექტორი კობა ჩიკვატია. იგი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ დანაშაულშია მხილებული. აღნიშნული დანაშაულის ბრალდებით დაკავებული 11 მოხელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ...
2012-09-20 06:09:45
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი აშშ-ის ევროპის სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორატის დირექტორის მოადგილეს კონტრადმირალ მარკ მონტგომერის შეხვდა. შეხვედრის მიზანი აშშ-სა და საქართველოს შორის მიღწეული ექვსპუნქტიანი გეგმის იმპლიმენტაციის საკითხების  განხილვა იყო. დიმიტრი შაშკინმა აშშ-ის ევროპის სარდლობის კონტრადმირალს მადლობა გადაუხადა  აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში მიღწეული გაღრმავებულ თანამშრომლობისთვის, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ამერიკელ ...
2012-09-20 06:09:35
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები