მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
ცესკოს სპიკერი ეკატერინე აზარაშვილი  საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო რეგისტრაციის ვადებს სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა. როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საარჩევნო რეგისტრაცია დამატებით გაიარონ 12 და 13 სექტემბერს. მისი ინფორმაციით, ამისთვის საჭიროა, რომ ისინი გამოცხადდნენ ...
2012-09-10 06:09:48
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ტომას მელიას ვიზიტს ეხმაურება. გრიგოლ ვაშაძის მოადგილის ნინო კალანდაძის შეფასებით, მაღალჩინოსანთა ვიზიტი სამუშაო ხასიათის იქნება. „ჯგუფი საქართველოში წინასაარჩევნო კლიმატის გასაცნობად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან',- განაცხადა ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია თბილისში ...
2012-09-10 06:09:43
 
'საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანების თემაზე აპელირება ახალისებს საქართველოს ხელისუფლების რევანშისტულ მისწრაფებებს,' - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა ალიანსის გენერალური მდივნის განცხადების კომენტირებისას, რომელშიც ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი სახლი - ნატოშია. ლუკაშევიჩის თქმით, ეს განცხადება „არ შეიცავს რაიმე ახალ ელემენტებს იმ გადაწყვეტილებასთან შედარებით, რაც ნატოს ...
2012-09-10 06:09:42
 
'ლეიბორისტული პარტიის' ლიდერი ვაშინგტონში სამუშაო შეხვედრებს ამერიკის პოლიტიკურ და სტრატეგიულ ცენტრებში გამართავს. შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გვიან ღამით გაემგზავრა. ნათელაშვილის თქმით, ვიზიტის შემაჯამებელ შედეგებზე თბილისში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს კომენატრს. ცნობილია, რომ  ნათელაშვილის ვიზიტი აშშ-ში 5 დღე გაგრძელდება. Internet.ge ე.შ     ...
2012-09-10 06:09:37
 
ესპანეთის ნაკრებისა და 'ბარსელონას' გარემარბი პედრო როდრიგესი თვლის, რომ საქართველოს ნაკრები ხვალ მეტად მოტივირებული გამოვა მოედანზე, რის გამოც რთული შეხვედრაა მოსალოდნელი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში. 'ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სტარტზე გამარჯვება მოვიპოვოთ. მაგრამ წინ მძიმე მატჩი გველის, საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე მოტივირებული გამოვა და მაქსიმუმს გაიღებს ...
2012-09-10 06:09:32
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები