მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
'ევრობასკეტ 2013'-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა სტუმრად რუმინეთს 91:74 სძლია. საქართველომ მეტოქე ოთხივე პერიოდში დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. იგორ კოკოშკოვის გუნდიდან თორნიკე შენგელია გამოირჩეოდა, რომელმაც გუნდს 23 ქულა და 10 მოხსნა (ორმაგი დუბლი) შესძინა. მანუჩარ მარკოიშვილმა 17 ქულა ჩააგდო, ხოლო ჯეიკობ ფულენმა - 16. საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 5 ...
2012-09-03 04:09:54
 
6 სექტემბერს თბილისს ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფონ რასმუსენი ეწვევა, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი ერთდღიანია. კალანდაძის განცხადებით, ეს იქნება რასმუსენის მესამე ვიზიტი, რაც, მინისტრის მოადგილის თქმით, ნიშნავს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა სულ უფრო ღრმავდება.რასმუსენი შეხვდება საქართველოს დიპლომატიური ...
2012-09-03 04:09:53
 
ყაბარდო-ბალყარეთში მასშტაბური ტერაქტი იგეგმებოდა. ბოევიკს, საათის მექანიზმიანი ბომბი 1-ელ სექტემბერს, დილის 9:00 საათზე უნდა აემუშავებინა - იუწყება რუსული მედია. წინა დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ბოევიკი სოფელ ჩერნიგოვსკოეში გაანადგურეს. მოკლული 30 წლის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, იატაკქვეშა დაჯგუფებების ერთ-ერთ ლიდერთან დაახლოებული პირი იყო. სპეცოპერაციის დროს აღმოაჩინეს ბომბიც, რომლის სიმძლავრეც 15 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტს ...
2012-09-03 04:09:51
 
ლოპოტას ხეობაში საქმის უსისხლოდ მოგვარება შეიძლებოდა და ინფორმაცია, რასაც მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები გვაწვდიან, ნდობას არ იმსახურებს , - ამის შესახებ რადიო 'თავისუფლებასთან' საუბარში ჩეჩნეთის პრეზიდენტების, ასლან მასხადოვისა და ჯოხარ დუდაევის ყოფილი პრესმდივანი და რადიო 'თავისუფლების' ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი ლიომა ჩაბაევი აცხადებს.'რამზან კადიროვის ადმინისტრაციისა და კრემლის ...
2012-09-03 04:09:49
 
სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა აზერბაიჯანთან ომისთვის. ამის შესახებ განცხადება სერჟ სარქისიანმა მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის წლისთავთან დაკავშირებით მიმართვისას გააკეთა. სარქისიანმა საშინელი ფაქტი უწოდა ილჰამ ალიევის მიერ აზერბაიჯანელი სამხედროს რამილ საფაროვის შეწყალებას, რომელმაც 2004 წელს სომეხი სამხედრო მოსამსახურე მოკლა. როგორც ცნობილია, სომხეთმა ამის გამო დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა უნგრეთთან, სადაც საფაროვი ...
2012-09-03 04:09:48
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები