მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მუხათგვერდის სასაფალოზე იმყოფება. ქვეყნის პირველი პირი, 2008 წელს ომში დაღუპულ გმირთა პატივის მისაგებად, საქართველოს პატრიაქრთან, ილია მეორესთან ერთად მივიდა. გმირთა მემორიალი პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო და აგრესიის დროს დაღუპულებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში განხორციელებული რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ გმირებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეც იხსენებენ. მათი ხსოვნისათვის პატივის მისაგებად, ...
2012-08-08 08:08:42
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სამაშველო ჯგუფების მიერ სვანეთში, რუსი ტურისტების გადასარჩენად განხორციელებულ სამუშაოებს ემხაურება . როგორც რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოთხი რუსი მოყვარული მთამსვლელის ევაკუაცია მიუდგომელი და რთული ადგილიდან განხორციელდა.'ერთ-ერთ დაშავებულს სამედიცინო დახმარებაც აღმოუჩინეს. საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის სექციის ინფორმაციით, ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. მადლიერებით ...
2012-08-08 08:08:23
 
'რაც არ უნდა იოცნებონ კრემლში და მათმა ადგილობრივმა დამქაშებმა საქართველოში, საბჭოთა კავშირი არ აღდგება. ქართველ ხალხს კრემლის ოცნებების გვერდის ავლით განვითარების სხვა გეგმები გააჩნია' , - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. პრეზიდენტმა 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებზე, რომლებიც, ...
2012-08-08 08:08:18
 
საქართველოს პირველი ლედი - სანდრა ელისაბედ რულოვსი დღეს, მუხათგვერდის სასაფალოზე იმყოფებოდა. პირველი ლედი, ომში დაღუპული ჯარისაცების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.  ასევე, სასაფლაოზე,  2008 წელს ომში დაღუპულ გმირთა პატივის მისაგებად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პატრიაქრთან, ილია მეორესთან ერთად იმყოფებოდა. გმირთა მემორიალი პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო და აგრესიის დროს დაღუპულებს წუთიერი დუმილით მიაგეს ...
2012-08-08 08:08:18
 
დღეს დილიდან გორში, ყველა მოქმედ ტაძარში, 2008 წელს ომში დაღუპულ გმირთა მოსახსენებელი პანაშვიდები აღევლინება. გორის საკათედრო ტაძარში პანაშვიდებს, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია ასრულებს, რომელსაც, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე, დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებიან. დღესვე, გორში, ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. გმირთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ, ერისთავის სახელობის გორის თეატრი ...
2012-08-08 08:08:18
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები