მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას განცხადებით, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნაზე უკვე თანხმობა განაცხადა. მისი თქმით, როგორც ამ დროისათვის არის ცნობილი საქართველოში ეუთოს დამკვირვებლები ჩამოვლენ. 'ვიცით, რომ ეუთო გამოაგზავნის, როგორც ხანგრძლივ, ასევე მოკლევადიან დამკვირვებლებს. გვაქვს გამოხმაურება ევროპის საბჭოდან, ევროპარლამენტიდან, ასევე რამდენიმე პარტნიორი ქვეყნიდან', - განაცხადა  ჯალაღანიამ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ...
2012-08-02 12:08:37
 
საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ბათუმში დასაქმების სააგენტოს ესტუმრა, მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო და სააგენტოს თანამშრომლებს გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ადამიანების დასაქმება ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია სულ უფრო მეტი ადამიანი იყოს დაკავებული. მისი თქმით, ბათუმში ამერიკული უნივერსიტეტი გაიხსნება და ეს ქალაქი ევროპული მასშტაბის საგანმანათლებლო ცენტრი გახდება. ქვეყნის პირველი პირის თქმით, არის სამუშაო ადგილები, სადაც კარგი კადრები სჭირდებათ, ამიტომ ...
2012-08-02 12:08:34
 
შეიძლება სხვები გვიკეთებდნენ ცუდს, მაგრამ ეს ჩვენ არ უნდა ვაკეთოთ, ცუდი საქმე ადამიანს უკან უბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა მრევლს ილიაობა მიულოცა და წმინდა ილია თეზბიტელსა და წმინდა ილია მართლის შესახებ ისაუბრა. უწმინდესმა სიკეთისა და ბოროტების შესახებაც ისაუბრა ...
2012-08-02 12:08:32
 
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ პირველი სხდომა დღეს გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ცესკო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 29 მილიონ ლარს დახარჯავს. დღესვე გამოცხადდა კონკურსი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის. განაცხადების მიღება კონკურსში მონაწილეობისთვის ორ დღეს გაგრძელდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არჩევნებისთვის, ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა რეგისტრაცია, 27-ს ...
2012-08-02 12:08:26
 
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს, არჩევნების 1-ელ ოქტომბერს დანიშვნას გამოეხმაურა. ბაქრაძის განმარტებით, დანიშნულ ვადაში არჩევნების ჩატარება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მისი თქმით, არჩევნების ოქტომბრის დასაწყისში ჩატარება დიდი ხანია გაცხადებული იყო. '1-ელი ოქტომბერი ვფიქრობ კარგი რიცხვია. ყველა პარტია მზად არის და ჩვენ დიდი ხანია გაცხადებული გვაქვს, რომ არჩევნები ოქტომბრის დასაწყისში იქნებოდა. პარტიები მზად არიან ...
2012-08-02 12:08:21
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები