მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც სტამბულში დაგეგმილ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 26-27 ივნისს გაიმართება. სამიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას. მიხეილ სააკაშვილი ასევე შეხვდება თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გიულსა და მოლდოვას პრეზიდენტს ნიკოლაი ტიმოფტისაც შეხვდება. გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები სხვა ოფიციალურ პირებთანაც. 'ჯი-ეიჩ-ენი' ე.შ   ...
2012-06-25 05:06:03
 
ღმერთმა ნუ ქნას, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ახალი ომი, ეს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს დაასამარებს , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ უკრაინულ გამოცემა 'Зеркало недели'-სთან ინტერვიუში განაცხადა. ვაშაძე იმედოვნებს, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, 'თუმცა მესამე ძალა აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ამ ჯგუფმა პროგრესს ...
2012-06-24 05:06:46
 
ისრაელი საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს ინარჩუნებს და იმედოვნებს, რომ რუსეთი ასევე ყურადღებით მოეკიდება ისრაელის ინტერესებს მესამე ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის დაგეგმვის დროს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის' ისრაელის ევრო-აზიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იაკობ ლივნემ განუაცხადა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებს კურირებს. „ისრაელმა საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება, მათ შორის რუსული მხარის თხოვნის საფუძველზეც, შეწყვიტა. ჩვენ დღემდე ვინარჩუნებთ ამ ხაზს. ...
2012-06-24 05:06:35
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პერიოდში რუსეთის მიერ სამხედრო წვრთნების დაგეგმვას შემთხვევითობად არ მიიჩნევს. როგორც ვაშაძემ უკრაინულ გამოცემა 'Зеркало недели'-სთან ინტერვიუში განაცხადა, 2008 წელს, საქართველოში შემოჭრამდე მოსკოვმა სამხედრო სწავლება 'კავკასია 2008' ჩაატარა. 'წელსაც, ჩვენს საზღვრებთან ახლოს რუსეთი მასშტაბური წვრთნის, 'კავკასია 2012'-ის ჩატარებას აპირებს. რა თქმა უნდა, ის 'სრულიად ...
2012-06-24 05:06:29
 
საქართველო რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას მხოლოდ მოსკოვის მიერ საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის საფუძველზე აღადგენს , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ უკრაინულ გამოცემა 'Зеркало недели'-სთან ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით, ეს გულისხმობს: საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის უფლების აღიარებას, რომ ...
2012-06-24 05:06:28
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები