მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
„საუკეთესო, რაც საქართველომ შეიძლება გააკეთოს უსაფრთხოების, დემოკრატიულობისა და საერთაშორისო რეპუტაციის გაზრდისთვის, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება'-  ასე გამოეხმაურა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ტერიტორიების ახლოს რუსული სამხედრო წვრთნების ჩატარების ფაქტს და შესაძლო პროვოკაციებს. „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში არის არჩევნები და არა რუსეთის სამხედრო წვრთნები საქართველოსთან ახლოს. ...
2012-06-06 01:06:12
 
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიასა და საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორას შორის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, ბრაზილიაში დაგეგმილ გარემოს დაცვის კონფერენცია Rio+20-ში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა და ასევე ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ...
2012-06-06 01:06:09
 
ჰილარი კლინტონი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების ინიციატივით გამოდის. როგორც საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, გასულ კვირას მხარეებმა სავაჭრო და სამრეწველო დიალოგი წამოიწყეს. „ეს ჯგუფი შეიმუშავებს სხვადასხვა მექანიზმებს, რათა გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობები ჩვენ ქვეყნებს შორის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას აშშ-სა და საქართველოს ...
2012-06-06 01:06:05
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ქართულ ამერიკული ქარტიის ფარგლებში მომუშავე რამდენიმე ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში ჰილარი კლინტონის პოლიტიკურ „მესიჯებზე' საუბრისას აცხადებს, რომ კლინტონის მიერ გაკეთებული „მესიჯებისგან' უმნიშვნელოვანესი დეოკუპაციისკენ მოწოდება იყო. „უმნიშვნელოვანესი რა თქმა უნდა დეოკუპაციისკენ მოწოდება რუსეთისადმი, იმიტომ რომ სწორედ აშშ იყო, რომელმაც პირველად ახსენა ეს ტერმინი „ოკუპაცია' საერთაშორისო ...
2012-06-06 01:06:02
 
დღეს, ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს დატოვებს და აზერ­ბა­ი­ჯან­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა. ბა­ქო­დან კი, აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდივანი თურ­ქეთ­ში ჩა­ვა, სა­დაც გლო­ბა­ლურ ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის სა­კით­ხებ­ზე და­გეგ­მილ მი­ნის­ტე­რი­ალს და­ეს­წრე­ბა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 2012 წლის 5 ივნისს, ბათუმის იუსტიციის სახლში საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პირისპირ შეხვდა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნო. ...
2012-06-06 01:06:00
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები