მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სამხედრო აღლუმი ჩატარდება.  აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: 'მედია საშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან გააშუქონ აღნიშნული ღონისძიება, უნდა გაიარონ აკრედიტაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 7-დან 21 მაისის ჩათვლით. სააკრედიტაციო ბარათების გაცემა იწარმოებს 24-25 მაისს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე.  1. ...
2012-05-21 05:05:12
 
საქართველოს დღეს, ოფიციალური ვიზიტით, საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის აშ-შურას, არაბეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ეწვევა. როგორც 'ინტერნეტ.ჯი'-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს  დათვალიერებენ, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძესა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი მინაშვილს შეხვდებიან. ასევე, არაბეთის სამეფოს მაჯლის აშ-შურას წევრები შეხვედრებს გამართავენ - პრემიერ მინისტრის მთავარ ...
2012-05-21 05:05:07
 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ჩიკაგოში, ახალგაზრდა ანალიტიკოსებთან შეხვედრაზე ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რეგიონში ენერგო ტრანზიტის კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. „საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა აქვს და ენერგო ტრანზიტის კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუ საქართველო და ქართული დემოკრატია წაიქცევა, მაშინ მთელი ცენტრალური აზია, კასპია და ჩრდილოეთ ჩინეთის ...
2012-05-21 05:05:01
 
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია დავით გარეჯთან დაკავშირებით ატეხილ 'უმწიფარ და უპასუხისმგებლო' აჟიოტაჟში რუსეთის კვალს ხედავს, - ამის შესახებ ბოკერიამ გუშინ , 'საზოგადოებრივი მაუწყებლის' ეთერში, გადაცემა 'აქცენტებში' განაცხადა.მისი თქმით, რაც უკანასკნელ დღეებში ხდებოდა, განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან, იყო მიზანმიმართული უპასუხისმგებლობის და უმწიფრობის დემონსტრირება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. თუმცა, ბოკერია არ გამორიცხავს, ...
2012-05-21 04:05:57
 
ცხინვალი შეშფოთებულია იმით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩიკაგოს სამიტს საქართველო მორიგ წარმატებას უკავშირებს. სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყება, ისევე როგორც მოსკოვი, საქართველოს ნატოსთან დაახლოებაში საფრთხეს ხედავს. „საქართველოს ნატოში შესაყვანად გაძლიერებული ძალისხმევა იძულებულს გვხდის 2008 წლის აგვისტო გავიხსენოთ. არავის ეპარება ეჭვი, რომ ალიანსის წევრი ქვეყნებისგან საქართველოს მიმართ სწორედ ასეთმა ყოველმხრივმა პოლიტიკურმა და სამხედრო მხარდაჭერამ ...
2012-05-21 04:05:44
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები