მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
 საფრანგეთის მინისტრთა ახალი კაბინეტი პირველად შეიკრიბა და სოციალისტ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ხელმძღვანელობით ითათბირა კიდეც. სხდომის დაწყებამდე, როგორც ფრანგი ჟურნალისტები წერენ, კაბინეტის ახალმა წევრებმა ელისეის სასახლის საფეხურებზე ჟურნალისტებს, თურმე,  ნამდვილი დეფილე მოუწყვეს, ისე პოზირებდნენ  ფოტოგრაფების წინაშე. ოლანდის მთავრობა პრემიერისა და 34 მინისტრისგან შედგება და პირველ სხდომაზე დაახლოებით ნახევარი საათით შეიკრიბნენ. ახალი მინისტრების უმეტესობა ...
2012-05-19 06:05:17
 
დღეს, 19 მაისს, 15:00 საათზე, კანის კინობაზრობაზე, საქართველოს პავილიონში, გაიმართება განვითარებაში მყოფი ქართული კინოპროექტების პრეზენტაცია. კანის კინოფესტივალზე და კინობაზრობაზე გაემგზავრნენ ასევე ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები. ლევან კოღუაშვილი, ზურა მაღალაშვილი, რუსუდან გლურჯიძე და თინათინ ყაჯრიშვილი მონაწილეობენ კინობაზრობის ფარგლებში პროგრამა Producers Network-ში. ლევან კოღუაშვილი ინდუსტრიულ სექციაში წარადგენს მხატვრული ფილმის ახალ პროექტს: 'მელოტი ბიჭები' ...
2012-05-19 06:05:11
 
ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც უფრო ახლოვდება 2012 წლის 6 ნოემბერი - საპრეზიდენტო არჩევნების დღე, კანდიდატებს შორის დაძაბულობა სულ უფრო მწვავდება. წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდებიან სოციოლოგები. მათ საარჩევნო პულსზე ხელი მუდმივად უჭირავთ და ლიდერის გამოსარკვევად საკმაოდ ხშირად ატარებენ გამოკითხვებს. ბოლო ასეთი გამოკითხვა 13-15 მაისს ტელეარხ Fox News-ის შეკვეთით ჩატარდა და 913 ...
2012-05-19 06:05:01
 
მსოფლიოს უმსხვილესი საძიებო სისტემა - Google ახალ მომსახურებას ქმნის, სახელწოდებით - Knowledge Graph. მისი საშუალებით, მომხმარებელს შეეძლება მომენტალურად მიიღოს პასუხი დასმულ შეკითხვაზე. კომპანიის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ ამ სერვისით ძიება ადამიანთან საუბარს დაემსგავსება. BBC-ის ცნობით, პირველ ეტაპზე Knowledge Graph ხელმისაწვდომი მხოლოდ აშშ-ის მოსახლეობისთვის იქნება. Google-ს ვიცე-პრეზიდენტის, ამიტ სინგალის განცხადებით, ახალი სისტემით ძიებისას შედეგები ...
2012-05-19 05:05:58
 
ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყებამ ნოტა გაუგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლითაც 'სამხრეთ ოსეთის' ე.წ. დეპუტატის, ბალა ბესტაუტის წუხანდელი დაკავების ფაქტის შესახებ ახსნა-განმარტებებს ითხოვს. როგორც ე.წ. სამინისტრო იტყობინება, ისინი ბესტაუტის დაკავებისთანავე დაუკავშირდნენ რუსეთის საგარეო უწყებას და 'დეპუტატის' გათავისუფლებაც სწორედ ამის შემდეგ მოხდა. თავის მხრივ, ბესტაუტის დაკავების ფაქტი დაადასტურეს ჩრდილო ოსეთში რუსეთის ...
2012-05-19 05:05:58
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები