მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ილიანა როს-ლეტინენი საქართველოს ნატო-ში შესვლის მისწრაფებებს მხარს აქტიურად უჭერს. როს-ლეტინენის განცხადება კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 'საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-სთვის საიმედო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. ახლა დადგა დრო, აშშ-მაც მოახდინოს საქართველოს თავდაცვისა და დამოუკიდებლობის მიმართ თავისი ერთგულების დემონსტრირება, მისი ნატო-ს წევრობის მხარდაჭერით. საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ...
2012-05-18 05:05:08
 
რადიო „ამერიკის ხმის„ რუსულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა ამერიკელ სენატორს ჯონ მაკეინს, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, ვლადიმერ პუტინის მესამე ვადით გაპრეზიდენტებაზეც ისაუბრა: „ვიმედოვნებ, ვლადიმირ  პუტინი გააცნობიერებს, რომ მისი მმართველობის ფორმა და ახლახანს ჩატარებული არჩევნები, კორუფციასა და ოლიგარქების ბატონობასთან ერთად რუსეთის საზოგადოებაში დიდ უკამყოფილებას იწვევს. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი დამოკიდებულება უკრაინასა ...
2012-05-17 06:05:58
 
ცხინვალის რეგიონის ოს სეპარატისტთა გაზეთ „იუჟნაია ოსეტიას' ინფორმაციით, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციები, ქართულ-ოსურ დიალოგში მედიატორებად გამოდიან. ქართულ და 'სამხრეთოსურ' საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის მიზნით, პროექტ „თვალსაზრისის' ფარგლებში, საქართველოსა და ცხინვალის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებებს შორის სტამბულში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ნიშანდობლივია, რომ პროექტი 2008 წლიდან ხორციელდება. სტამბულის შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა პერსპექტივები ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ...
2012-05-17 06:05:47
 
ჰააგის სასამართლოში ბოსნიელი სერბების არმიის გენერლის საქმის განხილვა დაიწყო. რატკო მლადიჩს გენოციდსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში ედება ბრალი. ის 1995 წელს სოფელ სრებრენიცაში 8000-მდე მუსულმანი მამაკაცისა და ყმაწვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ასევე ბრალი ედება ქალაქ სარაევოს ლყის კოორდინაციაში, რაც დაახლოებით, 3 წელიწადნახევარი გრძელდებოდა და ამ პერიოდში 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სრებრენიცაში ...
2012-05-17 06:05:39
 
სტრატეგიული საშტაბო-სამეთაურო სწავლება „კავკაზ 2012', რომელიც 17-23 სექტემბერსაა დაგეგმილი, რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების ძირითადი ღონისძიება იქნება, - განაცხადა რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა, არმიის გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მაკაროვის თქმით, „კავკაზ 2012'-ის განმასხვავებელი თავისებურება იქნება ის, რომ მისი სცენარით არ არის განსაზღვრული ჯარების მნიშვნელოვანი დაჯგუფებების შექმნა'. „ჯარები პრაქტიკულ მოქმედებებს შეიმუშავებენ პრუდბოის, კაპუსტინ ...
2012-05-17 06:05:32
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები