მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრის, მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, საქართველო ეძებს ყველა საშუალებას, რომ რუსეთს ევროკავშირის მიერ დაკისრებული რეზოლუციების შესრულების შესახებ ესაუბროს. ამის შესახებ განცხადება მაჭავარიანმა  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ქართული და რუსული დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, რუსული დელეგაციის წარმომადგენლებმა პირდაპირ განაცხადეს, ...
2012-04-26 04:04:20
 
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, ვალერიან ხუჯაძის, სამშობლოში გადმოსვენების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც „ინტერნეტ.ჯი'-ს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს სამუშაოები, რომ ქართველი ჯარისკაცის გადმოსვენება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ავღანეთში, ქართველი სამხედრო, ვალერიან ხუჯაძე, პატრულირების დროს, მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ...
2012-04-26 04:04:18
 
საქართველოს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთის უშიშროების საბჭოს ბიუროს დელეგაცია ეწვია, რომელსაც ბიუროს ხელმძღვანელი - სტანისლავ კოჟეი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და  პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს შორის, უსაფრთხოების სფეროში, თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერა. ხელმოსაწერი დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოსა და პოლონეთის შესაბამისი უწყებების თანამშრომლობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების ...
2012-04-26 04:04:15
 
მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური, იმედს გამოთქვამს, რომ სამთავრობო საათზე, მთავრობის წევრებსა და დეპუტატებს შორის საინტერესო და საქმიანი საუბარი შედგება. როგორც „ინტერნეტ.ჯი'-ს წიკლაურმა განუცხადა, სამთავრობო საათის ფორმატი საპარლამენტო ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია. მისი თქმით, წინა თვეში სამთავრობო საათზე უწყებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.   „როგორც ჩანს, ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, რომ ...
2012-04-26 04:04:13
 
უახლოეს მომავალში ევროკავშირი გააკეთებს სპეციალურ განცხადებას აფხაზური მხარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ანჟეი ტიშკევიჩი აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პერსონად გამოაცხადა. როგორც საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა ამ სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა, ევროკავშირი გააკეთებს განცხადებას 'იმისათვის რომ არ დაუშვას სიტუაციის გამწვავება'. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. 'ევროკავშირის ...
2012-04-26 04:04:07
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები