მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
ჩიკაგოს სამიტამდე ერთი თვით ადრე ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის პირისპირ მოლაპარაკებები გაიმართა. ორი პარტნიორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა უსაფრთხოების, ნატო-ს ISAF-ის ოპერაციის, ქარტიით გათვალისწინებული თანამშრომლობის საკითხები და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სხვა თემები განიხილეს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ...
2012-04-19 04:04:32
 
ამერიკელი სამხედროები მორიგ სკანდალში გაეხვნენ. გამოცემა 'ლოს ანჯელეს თაიმსმა' გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებსაც ამერიკელი სამხედროები ლიკვიდირებული მებრძოლების სხეულის ნაწილებთან იღებდნენ. ოფიციალურმა პენტაგონმა უკვე გამოთქვა შეშფოთება ამერიკელი სამხედროების ავღანეთში მოქმედებების გამო. აშშ-ს თავდაცვის მდივანის, ლეონ პანეტას თქმით, ეს ფაქტი შეერთებული შტატების სამხედროების ზოგად სახეს არ წარმოადგენს და წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ღირებულებებთან. პენტაგონის ხელმძღვანელმა გამოცემაც ...
2012-04-19 04:04:23
 
ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეის ხელისუფლებას დაემუქრა, რადგან ჩრდილოეთ კორეაში მიაჩნიათ, რომ ოფიციალურმა სეულმა ჩრდ. კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი' წერს. ფხენიანის ეს განცხადება პასუხი იყო სამხრეთ კორეის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ფხენიანი თავდაცვასა და სამხედრო აღლუმებზე დიდ თანხებს ხარჯავს, მაშინ როდესაც ქვეყანაში შიმშილია. ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი სარდლობის წაემომადგენლობამ ...
2012-04-19 04:04:22
 
აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი დღეს, მარნეულში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს გახსნის. ამერიკის მთავრობამ, საქართველოს ქალაქებში დემოკრატიული ჩართულობის ათი ცენტრი, 5 მილიონი დოლარით დააფინანსა. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით 10 ცენტრის გახსნას, რომელთა მიზანიც დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობა და წარმართვაა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები სამოქალაქო საზოგადოების ...
2012-04-19 04:04:17
 
რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ სირიის საკითხზე მინისტრების შეხვედრაში, რომელიც დღეს პარიზში უნდა გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ლუკაშევიჩმა ის დაასახელა, რომ შეხვედრაზე მიწვევა მოსკოვში გვიან იყო გაგზავნილი. ლუკაშევიჩის თქმით, პარიზის ამ შეხვედრას ცალმხრივი ხასიათი აქვს, რადგან მასზე მიწვეულნი არ არიან სირიის ხელისუფლების ...
2012-04-19 04:04:11
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები