მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
მომავალ კვირას, პარლამენტში სრულიად ახალი რეგლამენტის ინიცირება მოხდება, რომელიც 323 მუხლისგან შედგება. მომავალი პარლამენტისთვის, დოკუმენტის მიღება - საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება.  რეგლამენტი ორი ნაწილისაგან შედგება - ძირითადი ნაწილისაგან, რომელიც იმ ცვლილებას ითვალისწინებს, რომელიც 2013 წლის შემდეგ კონსტიტუციაში შევა, ხოლო, მეორე ნაწილში, გარდამავალ დებულებებში - არის დრობითი ნორმები, რომლებიც 2013 წლის ...
2012-04-19 04:04:09
 
საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო, ქვეყნის  კულტურული და ტრადიციული ბრენდების თაობაზე, კონცეფციას შეიმუშავებს.   ამასთან დაკავშირებით, მთავრობამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს დებულება დაამტკიცა, რომლის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში შედის - უცხოეთში ქართული კულტურის, ისტორიის, პროდუქციისა და ტრადიციების პოპულარიზაციისათვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა. ამასთან, სააგენტოს ფუნქცია იქნება - ...
2012-04-19 04:04:07
 
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე  საქართველო-რუსეთის შესახებ ისაუბრებენ. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  სერგეი ლავროვი დაესწრება. შეხვედრაზე იმ თემებს განიხილავენ, რომლებზეც ნატოსა და რუსეთს განსხვავებული პოზიციები აქვთ, მათ შორის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებსთან დაკავშირებულ საკითხებს. დღესვე, ბრიუსელში დაგეგმილია ISAF-ის ოპერაციაში ჩართული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც გრიგოლ ვაშაძეც დაესწრება. ვაშაძე ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში უკვე ...
2012-04-19 04:04:03
 
ცხინვალში დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაცია გაიმართება. თიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 54,12%-ით გაიმარჯვა.ოსური მედიის ინფორმაციით, ინაუგურაცია 13:15 საათზე დაიწყება და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება. ცერემონიაზე 500-მდე სტუმარია მიწვეული, მათ შორის არიან სტუმრები რუსეთის ფედერაციიდან. ცხინვალში უკვე იმყოფებიან ასევე არაღიარებული სახელმწიფოების, ე.წ. აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის, ...
2012-04-19 03:04:51
 
ბრაზილიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სანპაულოს შტატში ბრაზილიის ინდუსტრიული ჯგუფების პრეზიდენტს პაულო სკაფის  შეხვდა. შეხვერდაზე მხარეებმა, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, ენერგეტიკაში არსებულ ვითარებასა და  საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს. პაულო სკაფის განცხადებით, მნიშვნელოივანია საგადასახადო შეღავათების დაწესება, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. მისივე თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებისა და თანამშრომლობისათვის ბრაზილია მზადაა.  Internet.ge ე.შ     ...
2012-04-19 03:04:23
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები