მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
ხვალ, საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა, რომელსაც ყირგიზეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ბოდოშ მამიროვა  უხელმძღვანელებს. ამის შესახებ 'ინტერნეტ.ჯი'-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, დელეგაციის წევრები, ხვალ, 11:00 საათზე, საქართველოს  პარლამენტის ყირგიზეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდებიან, ხოლო 12:00 საათზე, პარლამენტის სპიკერს - დავით ბაქრაძეს. ამას გარდა, სტუმრები აღმსარულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. კერძოდ, დელეგაციის წევრები ...
2012-04-18 07:04:13
 
ბრიუსელში, 18-19 აპრილს ნატო-ს საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება . საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში ასევე ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას, ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირის, გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით. მინისტერიალის მსვლელობისას გრიგოლ ვაშაძე თავის უცხოელ კოლეგებთან ...
2012-04-18 07:04:11
 
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის მოადგილის - კორნელია პიპერის შეფასებით, საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ამის შესახებ განცხადება პიპერმა დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძესთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. კორნელია პიპერის განცხადებით, გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები ჩვენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ...
2012-04-18 07:04:10
 
6 მაისს, მოსკოვში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „მილიონების მარშის' ჩატარებამდე, ხალხს ქუჩაში თავად ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი გამოყვანენ. მოსკოვში საპირველმაისო მსვლელობაა დაგეგმილი, რომელსაც მმართველი პარტია „ედიანაია როსია' და პროფკავშირები ჩაატარებენ. პრემიერის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დემონსტრაციაში მოანწილეობას მიიღებს „გაერთიანებული სახალხო ფრონტიც', რომლის ლიდერიც პუტინია, და ამდენად, აქციების სახელისუფლო კურსის მხარდამჭერი ...
2012-04-18 07:04:05
 
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, დავით დარჩიაშვილის შეფასებით,  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი, ამერიკის მეგობრულ ურთიერთობაზე მეტყველებს. ამის შესახებ დარჩიაშვილმა „ინტერნეტ.ჯი'-ს, უახლოეს მომავალში, საქართველოს ჰილარი ქლინტონის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, ვიზიტი ადასტურებს, რომ აშშ-თვის საქართველოსთან ურთიერთობა ღირებულია. 'აშკარაა, რომ საქართველოსთან ურთიერთობა აშშ-სთვის მნიშვნელოვანია. ქლინტონის ვიზიტი ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის სტრატეგიული ქარტიის მიმდინარეობისას პოზიტიურია ჩვენი ქვეყნისთვის. ...
2012-04-18 07:04:01
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები