მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში  მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს, გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტერიალის მსვლელობისას გრიგოლ ვაშაძე უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. 18-19 აპრილს ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაც გაიმართება. Internet.ge ე.შ   ...
2012-04-17 09:04:44
 
ოსლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე დღეს ბრეივიკის ჩვენებას ისმენენ. ნორვეგიელმა ტერორისტმა თავი მოიწონა იმით, რომ მან, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე „ეშმაკური და სანახაობრივი თავდასხმა' მოაწყო. ასევე აღნიშნა, რომ ცდილობდა დაეცვა ევროპელები და ნორვეგიელები და თავიდან აეცილებინა სამოქალაქო ომი, რომელიც მულტიკულტურალიზმის პოლიტიკისა და მიგრანტთა მოზღვავების შედეგი იქნება. ბრეივიკმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ...
2012-04-17 09:04:43
 
ოპოზიციონერი დეპუტატი, ჯონდი ბაღათურია სახალხო დამცველისთვის  უფლებების გაზრდას ითხოვს. უფლებების გაზრდის მიზნით, დეპუტატმა „სახალხო დამცველის შესახებ' ორგანულ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის თანახმადაც, ომბუდსმენი უფლებამოსილი იქნება გამოძიების მიმდინარეობაზე მონიტორინგი განახორციელოს. პროექტის მიხედვით, სახალხო დამცველის მოთხოვნის შემთხვევაში, პროკურორი ვალდებული იქნება წინასწარი გამოძიება დაიწყოს. ბაღათურიას საკანონმდებლო ინიციატივა დღეს, ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. Internet.ge ე.შ     ...
2012-04-17 09:04:42
 
ნორვეგიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე,  ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთო-ს უმაღლეს კომისარ კნუტ ვოლებეკს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები და საქართველოში ეროვნული უმცირესობების დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმები. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ...
2012-04-17 09:04:40
 
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი,  აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი ქსიაო ჟაო  ფინანსთა სამინისტროში მთავრობის წევრებს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური. შეხვედრის დროს განიხილეს არსებული წარმატებული თანამშრომლობის მიმდინარეობა და შესაძლო ახალი მიმართულებები. „ესაა ძალიან დინამიური ...
2012-04-17 09:04:32
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები