მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
აშშ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება როგორც დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიით, ისე საელჩოს პლატფორმის გამოყენებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა,  ჯონ ბასმა განაცხადა. მისი თქმით, არაერთხელ განუცხადებია, რომ შეერთებული შტატები მაქსიმალურად არის დაინტერესებული საქართველოში საარჩევნო პროცესით.'ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ მაქსიმალურად თავისუფალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება კონკურენტულ ...
2012-04-06 10:04:21
 
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არსებულ სასოფლო ტექნიკის 12 ცენტრში 126 ახალი ტრაქტორი გადანაწილდა. ბელორუსიაში წარმოებული ტრაქტორების კოლონა რეგიონებში დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააცილა. ერთ-ერთ ტრაქტორს პრეზიდენტიც მართავდა. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების წინა პერიოდი შეაფასა და იმ გეგმებისა და მოლოდინების შესახებ ისაუბრა, რომელიც მთავრობას წლევანდელ და მომავალ სეზონებთან დაკავშირებით აქვს. პრეზიდენტის ...
2012-04-06 09:04:59
 
'ქრისტიან-დემოკრატების' ლიდერი, გიორგი თარგამაძე კოალიცია 'ქართული ოცნების' ხელმძღვანელს ურჩევს, 'ჩამოყალიბდეს და გაერკვეს იმაში, თუ რა სურს'. აღნიშნული განცხადება თარგამაძემ დღეს პარლამენტში, 'ქრისტიან-დემოკრატების' საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა. 'ამ ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილს საშუალება ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, იბრძოლოს პრემიერობისთვის და თუ სურვილი ექნება, პრეზიდენტობისთვისაც. ვფიქრობ, მას ვერ გაუგია, რა უნდა', - აღნიშნა თარგამაძემ.პარლამენტში ...
2012-04-06 09:04:47
 
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისთვის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე 'ქართული ოცნების' რეაგირება გაუგებარია. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის გაუგებარია 'ქართული ოცნების' ნეგატიური დამოკიდებულება ამ ინიციატივის მიმართ, რომელიც ვინმეს კი არ ზღუდავს, არამედ პირიქით, შეზღუდვებს ხსნის და ყველას აძლევს საშუალებას ნებისმიერი თანამდებობისთვის იბრძოლოს.დავით ბაქრაძის შეფასებით, 'ქრისტიან-დემოკრატების' ინიციატივით ყველა ბარიერი იხსნება და ...
2012-04-06 09:04:32
 
'ქრისტიან-დემოკრატიული' მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე საკონსტიტუციო ცვლილებების სულისკვეთებას ემიგრაციაში მყოფ ქართველებს უკავშირებს. როგორც დღეს პარლამენტში საყოველთაო სახალხო კომისიის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წარდგენისას გიორგი თარგამაძემ განაცხადა, კანონპროექტის მიზანი იმ ქართველების უფლებების დაცვაა, რომლებიც შესაძლოა, დღესაც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, თუმცა საქართველოში არიან დაბადებულები და საქართველოზე შესტკივათ გული. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ...
2012-04-06 09:04:20
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები