მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
კიევში რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშენკოს პრესკონფერენცია უკრაინელმა სახალხო დეპუტატმა ჩაშალა. ინფორმაციას საგენტო 'უნიანი' ავრცელებს. დეპუტატმა ოლეგ ლიაშკო პრესკონფერენციის დარბაზში შეიჭრა და მოითხოვა ახსნა-განმარტება, რატომ იკრძალება რუსეთის ბაზარზე უკრაინული ყველის იმპორტი. ამასთან, დეპუტატი ონიშენკოს უკრაინული ძეხვისა და ყველის დაგემოვნებას სთავაზობდა, რომლებიც პრესკონფერენციაზე ჰქონდა მიტანილი. ლიაშკოს განცხადებით, როგორც დონეცკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რუსეთის ...
2012-04-04 06:04:18
 
'გრეჩიხები', ხაინდრავა და მისთანანი  დაბრუნდნენ. საიდან დაბრუნდნენ ვერ გეტყვით, რამდენი ხნით - ვერც იმას, მაგრამ დაუჯერებელი იქნებოდა, როცა თბილისის თავზე ფულის სუნი ტრიალებს, სვავებს თავი არ წამოეყოთ. „ამომრჩეველთა ლიგა', ერთი თვის წინ, კოკა გუნცაძემ დააფუძნა. მას შეუერთდნენ მომღერალი „უცნობი', გოგა ხაინდრავა, გია ყარყარაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე. წარუმატებელი საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს' შექმნის ...
2012-04-04 06:04:17
 
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტების ოცდამეცხრამეტე სხდომას, რუსეთის დელეგაცია არ ესწრება. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, სხდომაზე, მიწვევის მიუხედავად, რამდენიმე ქვეყნის დელეგაცია არ იმყოფება და მათ შორისაა - რუსეთის დელეგაცია. დეპუტატის ინფორმაციით, სხდომაზე, რუსეთის დელეგაცია იმიტომ, არ ჩავიდა, რომ მისი ხელმძღვანელი აფრიკაში იმყოფება. „სერბეთში არჩევნებია, ...
2012-04-04 06:04:16
 
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად, 50 მილიონი დოლარის გამოყოფის ინიციატივით გამოდის. ფონდის შექმნას უახლოეს პერიოდში კონგრესიც განიხილავს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ფონდის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარება იქნება. ინიციატივა პირველად სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა CNN-ის ეთერში გაახმაურა, დღეს კი განცხადება იმის შესახებ, რომ მუშაობა პროექტზე უკვე დაწყებულია, ...
2012-04-04 06:04:13
 
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია იტალიის ქალაქ ბარიში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებს შეხვდა . დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრა ქართველი მომღერლის, ბუბა კიკაბიძის კონცერტის დაწყებამდე, ქალაქ ბარის 'Cinema Teatro Royal'-ში გაიმართა. მომღერალი ქალაქ ბარში ქართული დიასპორის მიწვევით იმყოფებოდა. კონცერტს 700-მდე ქართველი ესწრებოდა. სახელმწიფო მინისტრთან ერთად ქალაქ ბარში ...
2012-04-04 05:04:55
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები