მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
გერმანია ისრაელს მოუწოდებს, ირანთან მიმართებაში დაძაბულობის ესკალაციისგან თავი შეიკავოს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, თომას დე მეზერმა ბერლინში ისრაელის თავდაცვის მინისტრ, ეჰუდ ბარაქთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 'მხარეებს ვურჩევ თავშეკავება გამოიჩინონ როგორც რიტორიკაში, ისე მოქმედებებში. ახალი სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია ისრაელსაც მთელ რეგიონს უდიდეს ზიანს მიაყენებს', - განაცხადა მეზერმა და აღნიშნა, რომ ...
2012-03-21 08:03:06
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს საქართველოში აშშ-ის ელჩს ჯონ ბასს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. როგორც სამინისტროს ოფოციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, შეხვედრაზე განიხილეს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.  ინტერპრესნიუსი ე.შ ...
2012-03-21 07:03:32
 
ზურაბ პოლოლიკაშვილი ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად უკვე მეორედ ინიშნება. ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა ესპანეთის სამეფოში ელჩის თანამდებობაზე დღევანდელ ბიუროს სხდომაზე შევიდა.პოლოლიკაშვილი ესპანეთში ელჩად მანამდე მუშაობდა, ვიდრე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნებოდა. ასევე, ის საფეხბურთო კლუბ თბილისის 'დინამოში' ჯერ გენერალური დირექტორი იყო, შემდეგ კი -  ვიცე-პრეზიდენტი.  ინტერპრესნიუსი ე.შ ...
2012-03-21 07:03:17
 
საპარლამენტო უმრავლესობაში ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მსურველთა სიჭარბეს, ამომრჩეველთა მიერ ივანიშვილისთვის 'განაჩენის' გამოტანის სურვილით ხსნიან. ამის შესახებ NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი უკანასკნელი პრორუსული ბასტიონია საქართველოში და სწორედ ამიტომ, მოსახლეობას სურს,  მას არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა მიეცეს და განაჩენი გამოუტანოს.წიკლაურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ...
2012-03-21 07:03:13
 
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევებისას 'მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ' კანონთან დაკავშირებით კითხვა არ დასმულა. როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ ჟურნალისტებს განუმარტა, ორგანიზაციამ კვლევამდე შექმნა ფოკუს-ჯგუფები და მათ გაუჭირდათ,  ხალხისთვის აეხსნათ კანონთან დაკავშირებული საკითხები.ასევე, ნავაროს თქმით, სანამ კონტროლის პალატა რეგიონებში ახსნა-განმარტებების მასობრივად ჩამორთმევას დაიწყებდა, მათ კვლევებთან დაკავშირებით ...
2012-03-21 07:03:08
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები