მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს . ღონისძიება სასტუმრო 'რედისონში', 12:00 საათზე გაიმართება.როგორც 'ინტერპრესნიუსს' NDI-დან აცნობეს, კვლევა, რომლის სახელწოდებაა 'საზოგადოების განწყობა საქართველოში', 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩატარდა.საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 3,161 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის განვითარების სააგენტო (Sida) და კავკასიის ...
2012-03-21 02:03:12
 
საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.  BBC-ის ცნობით, ფრანგმა სამართალდამცავებმა იმ პირის კვალს მიაგნეს ,რომელმაც ორი დღის წინ ებრაული სკოლის მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა. ფრანგული ტელეარხების ცნობით, ეჭვმიტანილს ისლამისტურ დაჯგუფებებთან აქვს კავშირი და 24 წლის არის. ამ დროისთვის ტულუზაში მდებარე სახლი, სადაც სავარაუდოდ ეჭვმიტანილი იმყოფება, ალყაშია. შემთხვევის ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ცნობით, ისმის სროლის ხმა. ...
2012-03-21 02:03:09
 
  როგორც New York Times იუწყება,  აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ, რომლის პასუხისმგებლობის ზონაშიც შედის მთელი ახლო აღმოსავლეთი, ირანთან სრულმასშტაბიანი ომისა და მისი სავარაუდო შედეგების  სიმულაცია სცადა. გასაიდუმლოებული თამაში დაახლოებით ორი კვირის წინ ჩატარდა. მას Internal Look ეწოდება. გაზეთის ცნობით, სამხედრო სწავლებამ ცხადყო, რომ ისრაელის თავდასხმა ირანზე, რეგიონალურ ომს გამოიწვევს, რომელშიც შეერთებული შტატები ნებისმიერ ...
2012-03-21 01:03:53
 
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია დღეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება . როგორც 'ინტერპრესნიუსს' სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანია, ქართული ბიზნესის გაცნობა საზღვარგარეთ მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის, მათთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება. შეხვედრას საბანკო, სამშენებლო, ტურისტული კომპანიები და სხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.  ინტერპრესნიუსი ე.შ ...
2012-03-21 01:03:37
 
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე ქართულ-ამერიკულ სწავლებას Agile spirit დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც 'ინტერპრესნიუსის' კორესპონდენტი ბაზიდან იუწყება, ქართულ-ამერიკული სწავლება 10 მარტს დაიწყო და მისი მიმდინარეობა დღეს ვაზიანის ბაზაზე სტუმრებს წვრთნების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ გააცნო. მან ისაუბრა იმ ეტაპების შესახებ, რომლებიც გაიარეს სწავლების ქართველმა და ამერიკელმა მონაწილეებმა. პოლკოვნიკის ...
2012-03-20 09:03:59
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები