მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
  „სამართლიანი რუსეთის' ლიდერი სერეგეი მირონოვი მოქმედი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგ გამოდის. როგორც პოლიტიკოსმა „ინტერფაქსს' განუცხადა, ფრაქციის შიგნით, ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. „მე ვფიქრობ, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ,'- განაცხადა მირონოვმა და აქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დიმიტრი მედვედევს, ამჟამინდელმა პრემიერმა, ვლადიმერ ...
2012-03-19 05:03:28
 
  მოხსენება, რომელიც სტოკჰოლმში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების საერთაშორისო საბჭოს მე-8 მსოფლიო კონგრესზე წაიკითხეს, სამი ცნობილი კომენტატორის დასკვნებზეა აგებული. ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ეწინააღმდეგება მედვედევ-პუტინის რეჟიმის ოფიციალურ ვერსიას იმის თაობაზე, რომ 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყების ინიციატორი ქართული მხარე იყო. მოხსენებაში ასახულია ანდრეი ილარიონოვის(პუტინის ყოფილი მრჩეველი 2000-2005 წწ.), პაველ ფელგენგაუერის („ნოვაია გაზეტას' სამხედრო მიმომხილველი) ...
2012-03-19 05:03:25
 
საქართველოსა და ლატვიის საგარეო უწყებებს შორის 21 მარტს თბილისში პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულო ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში საქართველოს ლატვიის დელეგაცია ეწვევა.საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და საგარეო გამოწვევებს. კალანდაძის თქმით, მხარეები მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებს დასახავენ.  ინტერპრესნიუსი ე.შ ...
2012-03-19 05:03:21
 
  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ' კანონთანდაკავშირებით, ვენეციის კომისია, მოსაზრებების ოქმს, საკუთარვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ჟურნალისტებსახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა - თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. ჩუგოშვილის თქმით, გასულ კვირას, ვენეციის კომისიამ, პლენარულ სხდომაზე,აღნიშნული კანონი განიხილა. ,,ვენეციის კომისიისგან ახალ დასკვნებს არ უნდა ველოდოთ, რადგან დასკვნა უკვე დევს.მისი განხილვა კომისიაში, შესაძლოა დასკვნის შემდეგ, შეტანილმა ცვლილებებმაგანაპირობა. დეტალები, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ვენეციის კომისიაქართულ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მიღებულ ოქმს - საკუთარვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს' - აცხადებს ჩუგიშვილი. ჩუგოშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას საქართველოსსაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - გიორგი პაპუაშვილი ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ', კანონშიცვლილებებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიული კომიტეტისთავმჯდომარეს, დეპუტატს - პავლე კუბლაშვილს დახურულ ფორმატში ხვდებიან.  Internet.ge ე.შ   ...
2012-03-19 05:03:13
 
  ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე,ზურაბ ჭიაბერაშვილის დანიშვნას, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცაგარეიშვილმა, მინისტრობის კანდიდატთან გამართულიშეხვედრის შემდეგ განუცხადა. დეპუტატის შეფასებით, ჭიაბერაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, ბევრ მნიშვნელოვანსაკითხზე ისაუბრეს, კერძოდ, გაუკუღმართებულ სადაზღვევო სისტემაზე, ჯანდაცვისხელმისაწვდომობაზე, ჯანდაცვის სისტემის მდგრადობასა და განვითარებაზე,პენიტენციალურ ჯანდაცვაზე, თუმცა, მინისტრის კანდიდატი აღნიშნულ სფეროებში,არაფრის შეცვლას არ გეგმავს. ,,ჭიაბერაშვილი თვლის, რომ ხელისუფლებას ჯანდაცვის რეფორმა სწორი კუთხითმიჰყავს, რის გამოც, ის არსებული პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს' - დასძინა დეპუტატმა. ცაგარეიშვილის შეფასებით, ჭიაბერაშვილის რესურსი მიმართული იქნება - სოციალურიბიუჯეტის ხარჯვაზე, რითაც ხელისუფლება ამომრჩეველთა მოსყიდვას შეეცდება.  ,,არჩევნების წინ, ასეთი ადამიანის მოძებნა მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ცესკო-იმუშაობდა და კარგად ერკვევა - აღრიცხვაში,  სტატისტიკასა და სრული მონაცემთა ბაზისშექმნაში. თუ ეს ადამიანი არაფრის შეცვლას არ აპირებს, წინა მინისტრი - ანდრია ურუშაძერისთვის შეცვალეს - დაიღალა?' - დასძინა დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზეანდრია ურუშაძე - ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჩაანაცვლა. Internet.ge ე.შ   ...
2012-03-19 05:03:08
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები