მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
  საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ქეთრინ ეშტონი ბელორუსში, მინსკის მეტროში განხორციელებულ ტერაქტში ბრალდებულთა სიკვდილით დასჯას გმობს და ბელორუსს მოუწოდებს, სიკვდილით დასჯის შესახებ გლობალურ მორატორიუმს შეუერთდეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ქეთრინ ეშტონის პრესმდივანმა გააკეთა. 'ევროკავშირი ეწინააღმდეგება სიკვდილით დასჯას. სასჯელის ეს სასტიკი და არაადამიანური ფორმა არ შეუწყობს ხელს დანაშაულის ...
2012-03-18 07:03:59
 
ნიუ იორკის პოლიციამ აქცია 'დაიკავე უოლ სტრიტი' ისევ დაშალა. უცხოური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცენტრალურ პარკში შეკრებილი 300-მდე დემონსტრანტი დააკავეს .'დაიკავე უოლ სტრიტის' მონაწილეები ქვეყანაში არსებულ 'ფინანსურ ტერორს' აპროტესტებდნენ. აღნიშნული აქცია 'საიუბილეო' იყო - კამპანიას ამოქმედებიდან ნახევარი წელი შეუსრულდა.ნიუ იორკის პოლიციამ მომიტინგეები წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავა.   ინტერპრესნიუსი ე.შ ...
2012-03-18 07:03:58
 
მომავალ კვირას პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს. მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შეცვლის გამო გახდა საჭირო .კანონმდებლობით, უკანასკნელი ნდობის გამოცხადებიდან მინისტრების ერთი მესამედის შეცვლის შემთხვევაში, პარლამენტმა მთავრობას ხელახლა უნდა გამოუცხადოს ნდობა. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.ასევე, პარლამენტს შეუძლია ნდობა არ ...
2012-03-18 07:03:40
 
ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასა და საქართველოს საელჩოს შვეიცარიის კონფედერაციაში ერთი დიპლომატი აღარ დაფარავს .ამის შესახებ პრეზიდენტის 16 მარტის ბრძანებულებაშია აღნიშნული, რომლის საფუძველზეც ცვლილება შედის 'საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ' საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1-ელი ივნისის ბრძანებულებაში. შესაბამისად, ცალ-ცალკე ჩამოყალიბდება საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში ...
2012-03-18 07:03:36
 
  პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების' ლიდერი ირაკლი ალასანია „მიხეილ სააკაშვილის მიერ შეიარაღებული ჯგუფების შექმნის' საკითხზე განცხადებას დამდეგ კვირაშიც გააკეთებს. როგორც ალასანიას სოციალური ქსელის -- „ფეისბუქის' გვერდზე განთავსებულ ანონსში არის ნათქვამი, იგი მომავალ კვირას სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, რომელიც  სააკაშვილის მხრიდან შეიარაღებული ჯგუფების შექმნის საკითხს მიეძღვნება. ბრიფინგის გამართვის ზუსტი თარიღი  „მედიანიუსს' პარტიაში ჯერჯერობით ...
2012-03-18 07:03:30
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები