მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
  მიუხედავად მოლაპარაკებების დაწყებისა, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები, დასავლეთის მისამართით, მუქარის განცხადებებს კვლავ ავრცელებენ. ისლამური რესპუბლიკის ელჩმა ლიბანში, კაზანფარ როკნაბადიმ განაცხადა, რომ ირანი საკადრის პასუხს გასცემს ნებისმიერ აგრესიას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ან ისრაელიდან წამოვა. ელჩის თქმით, ასეთ შემთხვევაში, „სიონისტური სახელმწიფო' ან ამერიკული ბაზები რეგიონში, 11 ათას სარაკეტო დარტყმას მიიღებენ.   „თუ სიონისტური ...
2012-03-12 05:03:29
 
სირიის საკითხებში, გაეროსა და არაბული ლიგის წარმომადგენელი, კოფი ანანი აცხადებს რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან ზედიზედ მეორე დღეს მოლაპარაკების შემდეგ. თუმცა, დამასკოში, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, ანანმა აღიარა, რომ შესაძლოა, ძნელი აღმოჩნდეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. შაბათს ანანთან პირველი შეხვედრისას, პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა უარი თქვა პოლიტიკურ დიალოგზე, სანამ სირიაში ...
2012-03-12 05:03:21
 
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი, გიდო ვესტერველე 15 მარტს საქართველოს ეწვევა; ვიზიტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რეგიონალური ტურნეს ფარგლებში გაიმართება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძემ განაცხადა, შეხვედრები იგეგმება საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, გრიგოლ ვაშაძესთან.შეხვედრის დროს განიხილება როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები; ეკონომიკური და ...
2012-03-12 05:03:10
 
ევროკავშირის მისია დღეს, ორდღიანი ვიზიტით, საქართველოს ეწვევა; მისია საქართველოში ექსპერტების დონეზე იქნება წარმოდგენილი. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზიტის მთავარ მიზანს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების ლიბერალიზაციისა და რეადმისიის ხელშეკრულებების იმპლემენტაციის საკითხის განხილვა წარმოადგენს. '2011 წლის პირველ დეკემბერს, ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღეს, რომ 2012 წლის ზაფხულამდე ...
2012-03-12 05:03:01
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში გაემგზავრა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ბაქრაძე ისრაელში ქნესეთის სპიკერის, რეუვენ რივლინის მიწვევით იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ისრაელის სახელმწიფოს ხელისუფლების სხვადასხვა პირებთან. შეხვედრების დროს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების შესახებ იმსჯელებენ.  ინტერპრესნიუსი ე.შ ...
2012-03-12 04:03:58
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები