მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
  საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის დელეგაცია იმყოფება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ვიზიტის ფარგლებში ყირგიზელ კოლეგებს, ჯანდაცვის მინისტრს დინარა საგინბაევასა და სოციალური განვითარების მინისტრს რავშან საბიროვს მასპინძლობს. პირველი შეხვედრა თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა, სადაც მინისტრები საქართველოში გატარებულ რეფორმებს განიხილავენ, ისაუბრებენ დაზღვევაზე, საპენსიო სისტემასა და სხვა სოციალურ თემებზე. ვიზიტის მეორე დღეს მინისტრები კახეთში ...
2012-03-12 04:03:33
 
გაერო-ს კვლევის შედეგების მიხედვით, ელექტრონული მმართველობის განვითარების მხრივ, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია , რაც მსოფლიო რეიტინგში საგრძნობი დაწინაურებით გამოიხატა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისი ინფორმაციით, გაერო-ს კვლევის მიხედვით, მსოფლიოს სახელმწიფოებში ელექტრონული მმართველობის განვითარების საერთო დონის შეფასებისას, საქართველო 2010 წლის მონაცემებთან შედარებით, 2012 წელს 30 ...
2012-03-12 04:03:17
 
'ჩეხეთის ავიახაზები' საქართველოს ტოვებს. როგორც 'ჯი-ეიჩ-ენს' საქართველოში ავიაკომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობაში - ტურისტული კომპანია 'ბერიკაში' განუცხადეს, „ჩეხეთის ავიახაზები' საქართველოდან ფრენებს ოფიციალურად 1-ლი ივნისიდან შეწყვეტს. 'ბერიკაში' 'ჩეხეთის ავიახაზების' საქართველოდან გასვლის მიზეზებს არ ასახელებენ, თუმც განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში კომპანიამ თბილისის მიმართულებით რეისები მინიმუმამდეა შეამცირა. ავიაკომპანიის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ თავდაპირველად „ჩეხეთის ავიახაზები' თბილისი-პრაღას მიმართულებით რეისებს ...
2012-03-12 04:03:15
 
ბათუმისგან განსხვავებით თბილისი შესაძლოა დონალდ ტრამპის ინვესტიციის გარეშე დარჩეს. ცნობილი ამერიკელი მილიარდერის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკლ კოენის განმარტებით, თბილისში ინვესტირებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 'ამჟამად, თბილისში მშენებლობის შესახებ მხოლოდ საუბრები მიმდინარეობს. კონკრეტულად განსაზღვრული არაფერია,' განაცხადა ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპის სპეციალურმა მრჩეველმა მაიკლ კოენმა.გეგმის მიხედვით, თბილისში ტრამპი საკმაოდ მასშტაბურ ...
2012-03-12 04:03:14
 
რუსეთში ბიზნესმენის ანატოლი შერის დაღუპვის გარემოების შესასწავლად გამოძიება მიმდინარეობს. შერი, რომელიც გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა, ქართველი ბიზნესმენის კახა ბენდუქიძის ყოფილი პარტნიორია. დაღუპულის შვილი ეჭვობს, რომ მამამისი მოკლეს და აღნიშნულის მიზეზად მრავალწლიან სასამართლო პროცესის უახლოეს პერიოდში დასრულებას ვარაუდობს, რომლის მიხედვითაც მას შანსი უჩნდებოდა, მოსკოვში, მისთვის წართმეული შენობის დასაბრუნებლად. რუსული მედიის ინფორმაციით, ანატოლი ...
2012-03-12 04:03:13
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები