მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news
 
  პროკურატურის მიერ გავრცელებული გიორგი აბდალაძის აღიარებით ჩვენებაში დაკავებული ყვება, რომ ის პარლამენტის პრეს-სამასახურში ფოტოკორესპონდენტად მუშაობისას ზვიად ქურციკიძეს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტების ამსახველ ფოტო და სტენოგრაფიულ მასალას აწვდიდა. 'მე ვასრულებდი პარლამენტის თავმჯდომარის ფოტორეპორტიორის ფუნქციას, სწორედ ამ პერიოდში უკვე მიკავშირდება ჩემი მეგობარი ზურაბ ქურციკიძე, რომელმაც შემახსენა ცხინვალში ხელმოწერილი ხელშეკრულება და მთხოვა ერთ-ერთი შეხვედრის ...
2011-07-19 11:07:31
 
  აშშ საელჩო ფოტორეპორტიორების საქმეს თვალყურს მიადევნებს, საზოგადოებამ უნდა მიიღოს ინფორმაცია ფოტორეპორტიორების საქმეზე. აღნიშნული განცხადება საქართველოში აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა განაცხადა. 'მიმაჩნია, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია, რას ვფიქრობ მე, უფრო მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ამ საქმეზე საქართველოს მოქალაქეები. აშკარაა, რომ საქმის მიმდინარეობით ყველა კმაყოფილი არ არის. ჩვენ ვაგრძელებთ საქმეზე დაკვირვებას და როგორც ვიცი, იგივეს ...
2011-07-19 11:07:28
 
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატის კომიტეტის სხდომაზე ჩვენების მიცემისას, მედიამაგნატ რუპერტ მერდოკზე თავდასხმას უცნობი მამაკაცი შეეცადა . 'ბი-ბი-სის' ცნობით, სხდომაზე მყოფი ერთ-ერთი დამსწრე შეეცადა, მერდოკისთვის თეფში ესროლა, რომელზეც, წინასწარი მონაცემებით, წვერის საპარსი კრემი იყო დასხმული. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს სთხოვეს, დარბაზი დაეტოვებინათ, თუმცა, მალე ისინი კვლავ დააბრუნეს. რუპერტ ...
2011-07-19 11:07:25
 
  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ფოტო-რეპორტიორების დაკავებაზე ქართველი ჟურნალისტების რეაქციით უკმაყოფილოა. აღნიშნულის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების მიმართ პრესის ასოციაციის მიმართვის კომენტირებისას განაცხადა. 'რაც შეეხება ე.წ. ზოგიერთი ჩვენი მასმედიის, პრესის რეაქციას, ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან იძლევიან სრულიად უსაფუძვლო კითხვებს, მაგალითად, ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაციასთან დაშვება, თითქოს, ჯაშუში მხოლოდ ...
2011-07-19 11:07:24
 
'თავისუფალი დემოკრატების' ლიდერი ირაკლი ალასანია ქართველი ფოტორეპორტიორების საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურება და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჯაშუშომანია სჭირს. 'ეს არის სააკაშვილის ჯაშუშომანია. ის რომ, სააკაშვილი ამ ყველაფერს რუსეთის სპეცსამსახურებს და რუსულ პოლიტიკას უკავშირებს, ლოგიკურად ჯდება იმ პროპაგანდაში, რომელსაც ის ოთხი წელია ეწევა - ის ამბობს: ვინც ჩემი წინააღმდეგია და არ ...
2011-07-19 11:07:24
[<] [>]
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები