|
|
|
|
რადიო „ამერიკის ხმის„ რუსულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა ამერიკელ სენატორს ჯონ მაკეინს, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, ვლადიმერ პუტინის მესამე ვადით გაპრეზიდენტებაზეც ისაუბრა:
„ვიმედოვნებ, ვლადიმირ პუტინი გააცნობიერებს, რომ მისი მმართველობის ფორმა და ახლახანს ჩატარებული არჩევნები, კორუფციასა და ოლიგარქების ბატონობასთან ერთად რუსეთის საზოგადოებაში დიდ უკამყოფილებას იწვევს. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი დამოკიდებულება უკრაინასა ...
|
|
2012-05-17 06:05:58
|
|
|
ცხინვალის რეგიონის ოს სეპარატისტთა გაზეთ „იუჟნაია ოსეტიას' ინფორმაციით, ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციები, ქართულ-ოსურ დიალოგში მედიატორებად გამოდიან.
ქართულ და 'სამხრეთოსურ' საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის მიზნით, პროექტ „თვალსაზრისის' ფარგლებში, საქართველოსა და ცხინვალის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებებს შორის სტამბულში მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ნიშანდობლივია, რომ პროექტი 2008 წლიდან ხორციელდება. სტამბულის შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა პერსპექტივები ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ...
|
|
2012-05-17 06:05:47
|
|
|
ჰააგის სასამართლოში ბოსნიელი სერბების არმიის გენერლის საქმის განხილვა დაიწყო. რატკო მლადიჩს გენოციდსა და ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში ედება ბრალი.
ის 1995 წელს სოფელ სრებრენიცაში 8000-მდე მუსულმანი მამაკაცისა და ყმაწვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ასევე ბრალი ედება ქალაქ სარაევოს ლყის კოორდინაციაში, რაც დაახლოებით, 3 წელიწადნახევარი გრძელდებოდა და ამ პერიოდში 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
სრებრენიცაში ...
|
|
2012-05-17 06:05:39
|
|
|
სტრატეგიული საშტაბო-სამეთაურო სწავლება „კავკაზ 2012', რომელიც 17-23 სექტემბერსაა დაგეგმილი, რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების ძირითადი ღონისძიება იქნება, - განაცხადა რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა, არმიის გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მაკაროვის თქმით, „კავკაზ 2012'-ის განმასხვავებელი თავისებურება იქნება ის, რომ მისი სცენარით არ არის განსაზღვრული ჯარების მნიშვნელოვანი დაჯგუფებების შექმნა'.
„ჯარები პრაქტიკულ მოქმედებებს შეიმუშავებენ პრუდბოის, კაპუსტინ ...
|
|
2012-05-17 06:05:32
|
|
|
ათენის ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური კოალიცია - „ქართულ ოცნებას' შეუერთდა. ყოფილი სპორტსმენის ეს გადაწყვეტილება, ათენის ოლიმპიური ჩემპიონის, დეპუტატ გიორგი ასანიძისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კანონმდებელის შეფასებით, ზვიადაური აპოლიტიკური ფიგურა იყო და მას ხშირად ურჩევდა, რომ პოლიტიკისთვის თავი დაენებებინა. დეპუტატს იმის ახსნაც უჭირს, თუ რა დგას ზვიადაურის გადაწყვეტილების უკან, მაგრამ ამბობს, რომ „არც ...
|
|
2012-05-17 06:05:26
|
|
|